„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.025709
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2026 წლის 21 აპრილი

 ქ. თბილისი

 

„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2018, 010320000.10.003.020383) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. სახელმწიფო ავიაციის სფერო:

ა) მფრინავი/მფრინავი-ნავიგატორი – საფრენი აპარატების ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, საფრენოსნო დაგეგმვის, მფრინავთა მომზადების, ფრენების ხარისხიანი შესრულებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ეკიპაჟების დამოუკიდებელი მომზადების უზრუნველყოფა; ეკიპაჟთან ერთად საფრენი აპარატის კაბინაში წვრთნების ჩატარება; მფრინავი შემადგენლობის ნავიგაციისა და აერნაოსნობისათვის მომზადების დონის ანალიზი; საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების მომზადება და შემუშავება;

ბ) ინჟინერი/ბორტ-ინჟინერი – საფრენი აპარატების საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა; საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების ლაბორატორიული ტექნიკური მომსახურების შესრულება; სახელმწიფო ავიაციის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და სხვა დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვის განხორციელება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის მეთოდოლოგიური დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება; ხარისხისა და უსაფრთხოების ეფექტიანი აუდიტის განხორციელება;

გ) ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი – დადგენილი წესების მიხედვით, საფრენ აპარატზე ტვირთის განლაგების უზრუნველყოფა; საფრენი აპარატის სამაშველო, სამძებრო და სადესანტო-სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპლუატაცია;

დ) ტექნიკოსი/ბორტ-ტექნიკოსი – საფრენ აპარატებსა და კომპონენტებზე გეგმური და არაგეგმური სამუშაოების შესრულება; საფრენი აპარატების ან/და კომპონენტების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა;

ე) ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2026.
როდის იქნა მიღებული „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №160. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.10.003.025709.
რამდენი მუხლისგან შედგება „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №160, 21.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.025709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6844805/