საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38/2026
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016866
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №38/2026

2026 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, სხდომის დარბაზში შესაბამისი კომისიის სხდომის გახსნიდან სხდომის დახურვამდე, შეუძლია აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 2
საარჩევნო კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

1. საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს:

ა) თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოწმობა, რის გარეშეც არ დაიშვება კომისიის სხდომაზე;

ბ) უფლება არ აქვს ჩაერიოს საარჩევნო პროცესში (კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა არჩევა, საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა, შემაჯამებელი ოქმის შედგენა და სხვა), კომისიის სხდომის მიმდინარეობაში ან/და ხელი შეუშალოს კომისიის მუშაობას;

გ) უფლება აქვს საარჩევნო კომისიის სხდომაზე აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი, რისთვისაც ის ვალდებულია დაიკავოს მხოლოდ შესაბამისი კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილი და აღნიშნული ადგილიდან აწარმოოს სხდომის ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი.

2. საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია ინტერვიუები. ინტერვიუები დასაშვებია სხდომის დაწყებამდე ან სხდომის დასრულების შემდგომ, საარჩევნო კომისიებში ამისათვის კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე ისე, რომ არ შეფერხდეს საარჩევნო კომისიის საქმიანობა.

3. ცესკოს სხდომის მიმდინარეობის დროს სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის სახით გადაცემის წესი განისაზღვრება ცესკოს რეგლამენტით.

მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №33/2017 დადგენილება.
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.04.2026.
როდის იქნა მიღებული „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია“?
„საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია“ მიღებულია 23.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №38/2026. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016866.
რამდენი მუხლისგან შედგება „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია“, №38/2026, 23.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016866 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6845264/