განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 436.2 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
04 00
განათლება
5436.2
04 01
სკოლამდელი განათლების დაფინანსება
3300.0
04 02
საჯარო სკოლების დაფინანსება
1513.4
04 03
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია
608.4
04 04
განათლების ღონისძიებების პროგრამა
14.4
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი განათლების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
04 01
3300.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება
პროგრამის აღწერა და მიზანი
ს/ბაღებში სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.
გამომდინარე აქედან საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ბავშვის პიროვნული სოციალური და აკადემიური განვითარება, მომსახურეობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ხარისხის უზრუნველყოფა, ბავშვის განვითარებისადმი მთლიანობითი მიდგომა, ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვა, ჯანსაღი კვება, უსაფრთხო გარემო, სკოლისათვის მზაობა, ინკლუზიური განათლება, სტანდარტის შესაბამისი, სწორად დაგეგმილი ბავშვზე ორიენტირებული კულუკულუმი.
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება, ავტორიზაციის ეტაპობრივად ჩატარება.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 1 ქალაქის ბაგა-ბაღი და 19 ს/ბაღი, სადაც ჩართულია 500 აღსაზრდელი.
გაერთიანებაში დასაქმებულია 229 თანამშრომელი; მ.შ 20 ს/ბაღის უფროსი; აღმზრდელ-პედაგოგი და შემცვლელი-55, აღმზრდელის თანაშემწე-28, მზარეული-25 და სხვა ადმინისტრაციული და დამხმარე ტექნიკური პერსონალი.
დაგეგმილია აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა) განვითარება რომელსაც ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები, სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.
პროგრამის დასახელება
კოდი
საჯარო სკოლების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
04 02
1508.5
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
დაგეგმილია საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით - 46.8 ათ. ლარი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 იანვრის N146 განკარგულებით;
სკოლების ოპერირებისა და მოვლა პატრონობის სისტემის განვითარება - 99.6 ათ. ლარი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 სექტემბრის N1604 განკარგულებით;
ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტუქტურის განვითარება - 63.1 ათ. ლარი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 სექტემბრის N1604-1 განკარგულებით;
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოების (მშენებლობის / რეაბილიტაციის / აღჭურვის) განხორციელების უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 553.9 ათ. ლარი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9 ივლისის N1098 განკარგულებით;
საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით - 405.9 ათ. ლარი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის N2260-1 განკარგულებით;
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შეყიდვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება - 342.3 ათ. ლარი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის N2260-2 განკარგულებით.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა საჯარო სკოლებში
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
04 03
608.4
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
დაგეგმილია მუნიციპალიტეტების მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღჭურვა.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობის 2026 წლის 11 მარტის N519 განკარგულებით გამოყოფილია 608.4 ათ. ლარი
აღჭურვილ იქნება N1 ბაგა-ბაღი, მაიდნის, მარნის, სამიქაოს, კეთილარის, ნაესაკოვოს და სუჯუნის საბავშვო ბაღები
მოსალოდნელი შედეგი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღჭურვა
პროგრამის დასახელება
კოდი
განათლების ღონისძიებების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
04 04
14.4
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. მწერლის მასტერკლასი განკუთვნილია VII-XII კლასის (საბაზო-საშუალო საფეხური) შემოქმედი და წერის მოყვარული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ლიტერატურა, წერითი გამოხატვის უნარების განვითარება და საკუთარი იდეების სიტყვებით გადმოცემა; მიზანი: მასტერკლასის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის სტრუქტურას, პერსონაჟთა შექმნის ხერხებს, სიუჟეტის აგების ტექნიკას და ემოციური გავლენის მეთოდებს. ასევე იმუშავებენ მწერლის ხელმძღვანელობით სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოზე, რაც დაეხმარებათ ავტორობის უნარების გაღრმავებაში. 2. „მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოვება“ არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც იმართება სკოლების/მუნიციპალიტეტების/განათლების დაწესებულებების მიერ, რათა გამოჩენილი აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეთა წარმატება აღინიშნოს და მათ წაახალისოს მომავალი განვითარებისთვის. მიზანი: დაჯილდოება და საჯარო აღიარება მედალოსანი მოსწავლეებისა; ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება ცოდნისა და განათლებისკენ სწრაფვისთვის; მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის წვლილის ხაზგასმა მოსწავლეთა წარმატებაში; წარმატებული ახალგაზრდების წარდგენა საზოგადოებისთვის, როგორც მომავალი ლიდერებისა და პროფესიონალების, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემხვედრი ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი
შეიძენენ ცოდნას მხატვრული ტექსტის შექმნის ძირითად პრინციპებზე; შეძლებენ მარტივი სიუჟეტის აგებას: დასაწყისი, სიუჟეტის განვითარება და კულმინაცია; განავითარებენ პერსონაჟების შექმნის, დიალოგების წერისა და სიუჟეტის აღწერის უნარებს; გამოიყენებენ სხვადასხვა წერის სტილს, ხასიათსა და ენას შესაბამისი ეფექტის მისაღწევად; შეძლებენ საკუთარი ნაწერის ანალიზსა და მარტივ რედაქტირებას. გაზრდის მოტივაციას და გააძლიერებს განათლებისადმი პატივისცემას, როგორც მოსწავლეებში, ისე მათ გარემოცვაში. მოსწავლეთა საზოგადოებრივად დაფასება გააძლიერებს მათი პასუხისმგებლობის გრძნობას მომავალ პროფესიულ განვითარებაშ