სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-145
სარეგისტრაციო კოდი
350050000.22.023.016987
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-145

2026 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 16 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი



სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვენახის კატეგორიის – სამეწარმეო ვენახის გაშენებასთან ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს და პირობებს.

2. ეს წესი მიზნად ისახავს ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების უზრუნველყოფას ხარისხობრივად და რაოდენობრივად დაბალანსებული, კონკურენტუნარიანი სანედლეულო ბაზით.

3. ეს წესი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთაც განზრახული აქვთ სამეწარმეო ვენახის გაშენება ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება.

4. სამეწარმეო ვენახის გაშენება ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება დასაშვებია მხოლოდ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამეწარმეო ვენახის გაშენება – პროცესი, რომელიც მოიცავს სამეწარმეო დანიშნულების ვენახის დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს (საყრდენი სისტემების მოწყობა, სხვლა-ფორმირება, ფიტოსანიტარული აგროოპერაციები, მორწყვა, განოყიერება, ნიადაგის მოვლა და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფენ ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას;

ბ) სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება – გაშენებულ სამეწარმეო ვენახში განხორციელებული აგროტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: არსებული ვაზის არანაკლებ 50%-ის გამორგვა/ჩანაცვლებას, გახშირებას, გადამყნობას სხვა ჯიშებით;

გ) განმცხადებელი – სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე თანხმობის მისაღებად განაცხადის წარმდგენი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

დ) განაცხადი – ამ წესის დანართი №1-ის („განაცხადი“) შესაბამისად, განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი წერილობითი მიმართვა სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების თაობაზე;

ე) აგროტექნიკური კითხვარი – დანართი №2-ის („აგროტექნიკური კითხვარი“) შესაბამისად, განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაცია სამეწარმეო ვენახის გაშენების ან აღდგენა/განახლებისთვის განსახორციელებელი ქმედებების თაობაზე;

ვ) კვალიფიციური სანერგე მეურნეობა – სანერგე მეურნეობა, რომელიც შესულია კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში;

ზ) სამეწარმეო ვენახის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი) – განმცხადებლის მიერ დანართი №2-ით განსაზღვრული აგრონომიული პირობების შესრულების კონტროლი საველე პირობებში.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 18 აგვისტოს №2-670 ბრძანებით დამტკიცებული „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესით“ (შემდგომში – „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესი“) განსაზღვრული ტერმინები.


მუხლი 3. სამეწარმეო ვენახის გაშენების და აღდგენა/განახლების პირობები
სამეწარმეო ვენახის გაშენება ან აღდგენა/განახლება ყურძნის მოყვანის მიზნით უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართული ვაზის ჯიშების იმ ნამყენი ნერგის გამოყენებით:

ა) რომელმაც გაიარა სერტიფიცირების პროცედურები და ეტიკეტირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) რომელსაც გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი (სერტიფიკატი) ან/და ნიშანდება (ეტიკეტი).


მუხლი 4. განაცხადის წარდგენა
1. სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის მიღებისათვის განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი;

ბ) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მიწის ნაკვეთის საკუთრების/მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა;

ე) ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომ მიწისქვეშა წყლის დგომის სიმაღლე არ აღემატება 1 მეტრს და მონაცემებს ნიადაგის შემდეგი მახასიათებლების შესახებ:

ე.ა) ნიადაგის სიღრმე;

ე.ბ) ნიადაგის ხსნარის რეაქცია (pH);

ე.გ) ორგანული ნივთიერებები;

ე.დ) კალციუმის კარბონატი (CaCO3);

ე.ე) მექანიკური შემადგენლობა;

ე.ვ) ხსნადი მარილების საერთო შემცველობა (EC);

ე.ზ) გაცვლითი კათიონები (Ca, Mg, Na);

ე.თ) ჰიგროსკოპული წყალი;

ზ) აგროტექნიკური კითხვარის შევსებული ფორმა;

თ) კვალიფიციური სანერგედან ნერგების (საბაზისო, სტანდარტული ან სერტიფიცირებული კატეგორიის) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) ან შესყიდვის განზრახვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

ი) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

2. სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე თანხმობის მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, გარდა „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ სამეწარმეო ვენახის გაშენება ან აღდგენა/განახლება ერთდროულად იგეგმება სხვადასხვა/არამომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, განაცხადს უნდა დაერთოს ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია თითოეული მიწის ნაკვეთის მიხედვით.

4. განმცხადებელი პასუხისმგებელია სააგენტოში წარდგენილ მონაცემთა სიზუსტესა და უტყუარობაზე.


მუხლი 5. განაცხადის განხილვა 
1. განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილება მიღების ვადაა განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღე.

2. სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

3. სააგენტოში წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის, მათ შორის, არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადის განმავლობაში განაცხადის განხილვის ვადის დენა ჩერდება.

4. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილვევლად დატოვების შესახებ.


მუხლი 6. სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე თანხმობა
 1. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების თაობაზე წერილობით თანხმობას.

2. სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების შესახებ მოქმედებს თანხმობის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში.

3. სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის შესაბამისად, სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული ვენახის აღდგენა/განახლების შემდეგ მევენახე ვალდებულია ახალი ვენახის ერთიან კადასტრში რეგისტრაციის მიზნით მიმართოს სააგენტოს „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის“ შესაბამისად.


მუხლი 7. სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების თაობაზე არ გასცეს თანხმობა, თუ:

ა) განმცხადებელი ვერ წარადგენს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ამ წესის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიადაგის კვლევის მახასიათებლები შეუსაბამოა ვაზის ზრდა/განვითარებისათვის;

დ) გამოვლინდა სხვა გარემოებები, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

2. არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების თაობაზე სააგენტო უფლებამოსილია არ გასცეს თანხმობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.


მუხლი 8. მონიტორინგი
1. მევენახე ვალდებულია სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღისა წერილობით აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს ნამყენი ნერგის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე გაცემული თანხმობის შემდეგ განახორციელოს მონიტორინგი, რომლის მიზანია გაცემული თანხმობით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა.

3. მონიტორინგი ხორციელდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. მონიტორინგის დასრულების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს „მონიტორინგის აქტს“ დანართი №3-ის შესაბამისად.

5. მონიტორინგის ფარგლებში სამეწარმეო ვენახის გაშენების ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლების თაობაზე გაცემული თანხმობით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია არ დაარეგისტრიროს ვენახი ვენახების ერთიანი კადასტრის მონაცემთა ბაზაში.


მუხლი 9. პასუხისმგებლობა
1. სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე გაშენებული სამეწარმეო ვენახი არ ექვემდებარება ვენახების ერთიანი კადასტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას.

2. სააგენტოს მიერ სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ან არსებული სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლებაზე გაცემული თანხმობის გარეშე გაშენებული ან აღდგენილ/განახლებული ვენახიდან წარმოებული ყურძნის გამოყენება დაუშვებელია მეღვინეობის მიმართულებით.

3. მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში ვენახების ერთიანი კადასტრის მონაცემთა ბაზაში არსებული რეგისტრაცია ექვემდებარება გაუქმებას.

 



📎 დანართები (1)
დანართი N1_N2_N3.docx

დანართი №1

განაცხადი

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:

ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სახელწოდება: ____________________________________

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი: ____________________________________________________________

მისამართი: ________________________________________________________________________________________

ტელ.: ________________________________ ელ.ფოსტა: __________________________________________________

წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია:

(ეს ველი ივსება იურიდიული პირის შემთხვევაში/ფიზიკური პირის წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში)

სახელი, გვარი: __________________________________________________

პირადი ნომერი: _________________________________________________

მისამართი: _____________________________________________________

ტელ.: ________________________________ ელ.ფოსტა: __________________________________________________

გთხოვთ, მომცეთ თანხმობა ახალი სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ან აღდგენა/განახლებაზე

გაშენება: ☐ აღდგენა/განახლება: ☐

მიწის ნაკვეთის მდებარეობა: __________________________________________________________________________

მიწის ნაკვ. საკადასტრო კოდი: ________________________________________________________________________

მიწის ნაკვ.ფართობი (მ2) __________________________

ვენახის ფართობი(მ²)_____________________________

განაცხადზე თანდართული საბუთების ნუსხა:

კი

არა

  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობის შესახებ ან საიჯარო ხელშეკრულების ასლი
  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა

  • აგროტექნიკური კითხვარი

  • აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ

  • კვალიფიციური სანერგედან ნერგების შესყიდვის ან შესყიდვის განზრახვის დამადასტურებელი დოკუმენტი

ნერგების სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი

განმცხადებელი: ხელმოწერა:

თარიღი:

დანართი №2

აგროტექნიკური კითხვარი

განმცხადებელი

ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სახელწოდება:

_______________________________________________________________________________

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი_________________________________________

გაშენება: ☐ აღდგენა/განახლება: ☐

მიწის ნაკვეთი მდებარეობს _____________________________________________________________________ტერიტორიაზე

ვაზის ჯიში: ______________________ | ძირების რაოდენობა: ____________| გასაშენებელი ფართობი(მ²):_______________

რიგებს შორის მანძილი(სმ): __________ რიგში ვაზებს შორის მანძილი(სმ): __________

რიგების რაოდენობა----------------------- რიგის სიგრძე-------------------------------------

ვაზის ჯიში: ______________________ | ძირების რაოდენობა: ____________| გასაშენებელი ფართობი(მ²):_______________

რიგებს შორის მანძილი(სმ): __________ რიგში ვაზებს შორის მანძილი(სმ): __________

რიგების რაოდენობა----------------------- რიგის სიგრძე-------------------------------------

ვაზის ფორმირების ტიპი : ___________________ მორწყვის ტიპი: ___________________

დამატებითი ინფორმაცია: (მაგ: ჯიშ(ები)-ს ძირობრივი/რიგობრივი/პროცენტული რაოდენობა)

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________ თარიღი: ______________

დანართი №3

მონიტორინგის აქტი

................................................................................................. ...................................................................................................

(ქალაქი, მუნიციპალიტეტი, სოფელი) (აქტის შედგენის თარიღი)

სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ....................................................................................

(რიცხვი, თვე, წელი)

№.................................................... ბრძანების საფუძველზე, ამავე სააგენტოს წარმომადგენლებმა

.......................................................................................................................................................................................................

(სახელი, გვარი, თანამდებობა)

საველე პირობებში განახორციელეს სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენებაზე თანხმობის მოთხოვნით სააგენტოში შემოსულ აგრონომიულ-ტექნიკურ კითხვარში არსებული მონაცემების მონიტორინგი (განმცხადებელი ....................................................................... შემოტანის თარიღი ..............................). მონიტორინგის დაწყებამდე GPS სისტემის გამოყენებით მოვახდინეთ ვენახისა და განაცხადში მითითებული მიწის ნაკვეთის (კოდი ................................................................................) იდენტურობის დადგენა.

იდენტურობის დადგენის შემდეგ განხორციელდა გეგმა-პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შედარება ფაქტობრივ მდგომარეობასთან:

ბრძანებით გათვალისწინებული მონიტორინგის ობიექტები აგროტექნიკური კითხვარის მონაცემები მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მდგომარეობა
ვენახის ფართობი
ვაზის ჯიში/ჯიშები
მანძილი რიგებსა და რიგში ვაზებს შორის
ძირების რაოდენობა
რიგების რაოდენობა
რიგების სიგრძე

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ .......................................................................................................................................................................................................

.......................................................................................................................................................................................................

განმცხადებელი/წარმომადგენელი: .......................................................................................................................................

სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი: ....................................................................................................