,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.009.782
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №3
2007 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №73, მუხლი 646) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება“.
2. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია სააგენტოს შემოკლებული დასახელების გამოყენება, მაგრამ ყველა შემთხვევაში სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,იუსტიციის სამინისტრო.“.
3. დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის ფრაგმენტის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.“.
5. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;“.
6. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება-მოვალეობებს;“.
7. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე2 პუნქტი:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეთანხმების არარსებობისას გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“.
8. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი, ხოლო დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შემსრულებელს (შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში) არა უმეტეს ერთი თვის ვადით – სააგენტოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმების გარეშე.“.
9. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ზონის (ზონების) და სექტორის (სექტორების) სახელმწიფო რეგისტრატორებს (შემდგომში – სახელმწიფო რეგისტრატორი) და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი, ხოლო დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შემსრულებელს (შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში) არა უმეტეს ერთი თვის ვადით – სააგენტოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმების გარეშე.“.
10. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სარეგისტრაციო სამსახურში საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ასევე სექტორის (სექტორების) სახელმწიფო რეგისტრატორი და მისი მოადგილე (მოადგილეები), ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 08.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 040.150.000.22.027.009.782.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №3, 08.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.009.782 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68470/