საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1524-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.103079
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1131 მუხლი:

„მუხლი 1131. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში და ხმელეთზე განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა

1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, აგრეთვე ხმელეთზე განთავსებულ სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან/და ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა, რამაც გამოიწვია ან რასაც შეეძლო გამოეწვია მათი დაზიანება, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

2. 1145 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 114​5. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა

1. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3  ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.  

5. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელზედაც მისი სახელი და სარეგისტრაციო ნომერი აღნიშნული არ არის, −

გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

6. ამ მუხლის მე-5  ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 200 ლარის ოდენობით.

7. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაცია შეჩერებული აქვს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.

9. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11417 და 11418 მუხლები:

„მუხლი 11417. შიდა სახმელეთო წყლების მცურავი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა

შიდა სახმელეთო წყლების მცურავი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა − ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან რომელსაც  შეეძლო გამოეწვია მცურავი სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, −

გამოიწვევს ამ აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 11418. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას მცურავ  სატრანსპორტო საშუალებაზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას მცურავ სატრანსპორტო საშუალებაზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.“.

4. 212-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 112-ე−114-ე და 114​3−114​18  მუხლებით, 115-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 128-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 130-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178​1 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.

5. 212​1 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 239-ე მუხლის:

ა) 41-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 ნაწილი:

„411. ამ მუხლის 41-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესადგენი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა და შევსების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;

ბ) 47ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) 47​3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47​3. ამ კოდექსის 44-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 113-ე, 1131 და 114​3−114​18 მუხლებით, 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 აპრილი 2026 წ.

N1524-Vმს-XIმპ