„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, თუ კომპენსაცია დაენიშნა:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირს ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით;
ბ) გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და 11 პუნქტების შესაბამისად;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად.“.
1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების პირობა ვრცელდება მხოლოდ ამავე კანონის ამოქმედების შემდეგ გასაცემ კომპენსაციაზე.
2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების პირობა იმ კომპენსაციაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე შეჩერდა, ვრცელდება მისი განახლების შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 28 აპრილი 2026 წ. N1530-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1530-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 440050000.05.001.103087.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1530-Vმს-XIმპ, 28.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.103087 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6847899/