„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-3 |
|
2026 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი |
„ი) ფსიქომეტრია – სწავლის სფერო, რომელიც უკავშირდება უნარისა და შესაძლებლობის ობიექტურ გაზომვას.“;
„3. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე 4 (ოთხ) სასერტიფიკაციო გამოცდას:
ა) „ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება“ – ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, ფასს სტანდარტების შესაბამისად, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
ბ) „აუდიტი“ – აუდიტი, მარწმუნებელი მომსახურება და პროფესიული უნარები, პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა, ეთიკური პრინციპები, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიმართ ვალდებულება, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
გ) „ბიზნესის მართვა და რისკი“ – კორპორაციული მართვა, რისკის მართვა და შიდა კონტროლი, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
დ) „ბიზნესსამართალი და საგადასახადო დაბეგვრა“ – ბიზნეს და საგადასახადო კანონმდებლობა, კვალიფიკაციის საშუალო დონეზე.“;
„5. სრული სასერტიფიკაციო პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს პროფესიული კომპეტენციის თითოეული კომპონენტისათვის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას, კვალიფიკაციის მოთხოვნილ დონეზე.“;
„12. სასწავლო კურსის მიზანია, კანდიდატმა გამოიმუშაოს სასწავლო კურსის პროგრამით (სილაბუსით) გათვალისწინებული მოთხოვნილი პროფესიული კომპეტენცია.“;
„2. კანდიდატს უმაღლეს დონეზე სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგი უნარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დანარჩენ უმაღლესი დონის ყველა სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს პირველი უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.“;
„5. პროფესიული სერტიფიცირების მიზნებისათვის პირს, ამ სტანდარტის გათვალისწინებულ უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისთვის, დასრულებული უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი სულ მცირე საშუალო დონეზე (გარდა ეკონომიქსისა, რომელშიც კანდიდატის კომპეტენცია შეიძლება დადასტურდეს საბაზო დონეზე) ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა საგანში – პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში. პირი უფლებამოსილია ერთდროულად ერთჯერადად გავიდეს უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდასა და საშუალო დონის გამოცდაზე, თუ საშუალო დონეზე დარჩენილი აქვს არაუმეტეს ერთი გამოცდისა.“;
„6. პროფესიული კომპეტენციის შეფასების ღონისძიებას უნდა გააჩნდეს:
ა) აუთენტურობა – შეფასების ღონისძიება აუთენტურია, თუ ის აფასებს სწავლის შედეგებს ისე, რომ ასახავდეს რეალურ სიტუაციებს, რომლის წინაშე სერტიფიცირებული ბუღალტერი დგება. აუთენტურობა არ არის აბსოლუტური საზომი, განსხვავებული შეფასების ღონისძიებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის აუთენტურობა;
ბ) პატიოსნება – შეფასების ღონისძიება პატიოსნად წარიმართება, თუ ის დაგეგმილია, მიწოდებულია და ზედამხედველობა ხორციელდება შეფასების უსაფრთხოების, არასათანადო ადმინისტრირების და/ან დასრულების პოტენციური დარღვევების მინიმუმამდე შემცირებით. პატიოსნება არ არის აბსოლუტური საზომი, განსხვავებულ შეფასების ღონისძიებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის პატიოსნება;
გ) შეფასების ვალიდობა – შეფასების ღონისძიება ვალიდურია, თუ ის ზომავს გამიზნული სწავლის შედეგებს. ვალიდობა არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი, პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა ვალიდობის განსხვავებული დონე ჰქონდეს. ვალიდობა სხვადასხვა ფორმით ხასიათდება და მოიცავს:
გ.ა) გარეგნულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება გარეგნულად ვალიდურია, თუ აშკარად ჩანს, რომ ღონისძიება ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული;
გ.ბ) პროგნოზულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება პროგნოზულია, თუ შეფასების შინაარსი დაკავშირებულია პროფესიული კომპეტენტურობის კონკრეტულ ასპექტთან, რომლის შესაფასებლადაც არის გამიზნული;
გ.გ) შინაარსობრივ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება შინაარსობრივად ვალიდურია, თუ ის სათანადოდ მოიცავს პროფესიული კომპეტენტურობის კონკრეტულ ასპექტს, რომლის შესაფასებაც ხდება;
დ) შეფასების სანდოობას – შეფასების ღონისძიება სანდოა, თუ ის იძლევა იდენტურ დასკვნას იდენტურ ვითარებაში (მათ შორის, რამდენჯერმე გადამოწმების შემთხვევაში). სანდოობა არ არის აბსოლუტური და შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს სანდოობის განსხვავებული მაჩვენებელი. პროფესიული კომპეტენციის შეფასების ღონისძიება სანდოობით გამოირჩევა, თუ შემფასებლების უმრავლესობა მსგავს გარემოებებში დამოუკიდებლად მოქმედებისას თანმიმდევრულად მიდის ერთსა და იმავე მოსაზრებამდე;
ე) შეფასების თანასწორობას – შეფასების ღონისძიება თანასწორია, თუ ის სამართლიანი და მიუკერძოებელია. ყველა კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას წარმატებით დაასრულოს სასერტიფიკაციო პროგრამა. თანასწორობა მიიღწევა ისეთი შეფასების ღონისძიებით, რომელიც არის ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ყველა კანდიდატისათვის. თანასწორობა არ არის აბსოლუტური საზომი, განსხვავებულ შეფასების ღონისძიებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის სამართლიანობა;
ე.ა) შეფასების ხელმისაწვდომობას – შეფასების ღონისძიება ხელმისაწვდომია, თუ ის უზრუნველყოფს ყველა პირის მონაწილეობას და სწავლის შედეგების მიღწევის დემონსტრირებას;
ე.ბ) შეფასების ინკლუზიურობას – შეფასება ინკლუზიურია, თუ შეფასების ღონისძიება უზრუნველყოფს ყველა კანდიდატისთვის თანაბარი შესაძლებლობით მოახდინოს სწავლის შედეგების დემონსტრირება;
ვ) შეფასების გამჭვირვალობას – შეფასების ღონისძიება გამჭვირვალეა, თუ შეფასების ღონისძიების ელემენტები, მათ შორის, შესაფასებელი კომპეტენციის სფეროები და შეფასების განხორციელების ვადები გასაჯაროებულია;
ზ) შეფასების საკმარისობას – შეფასების ღონისძიება საკმარისია, თუ ის იცავს ბალანსს სიღრმესა და მოცულობას, ცოდნასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შორის და აერთიანებს სხვადასხვა სიტუაციებსა და კონტექსტებში გამოყენებულ შინაარსს (მასალას).“;
„1. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში – 2027 წლის 1 იანვრამდე აღიარებენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავისი სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში, მის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინების (საგნების) აღიარება მხოლოდ კომპეტენციის საბაზო დონეზე.
2. პროფესიული ორგანიზაცია, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარდება სამსახურის მიერ, უფლებამოსილია ამ სტანდარტის ამოქმედებამდე ჩაბარებული გამოცდების შესაბამისად პირს ჩაუთვალოს შესაბამისი სასწავლო კურსი/საგანი და გაათავისუფლოს ამ სტანდარტით დადგენილი გამოცდებისგან (გარდა სასერტიფიკაციო გამოცდებისა).“.
2.
ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ ,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტზე“ (დანართი №1) თანდართული „სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები“ (დანართი „ა“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი „ა“ სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები
“. |
„ა) სასწავლო კურსის პროგრამა (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.04.2026. მიმღები ორგანო — ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №Nნ-3. სარეგისტრაციო კოდი — 350090000.64.076.016161.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №Nნ-3, 27.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016161 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6848236/