„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11-28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.017421
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-28

2026 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​​1 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​​2 მუხლით, 135-ე-135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 19/05/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016725) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ წესში:

1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი 2) შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენელი იურიდიული პირის სახელწოდება;  

გ)  მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი № სახელი და გვარი, მისამართი და სხვა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;“

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო,  არსი;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––––––––––––––––––;

ვ) მე-6 პუნქტში –  ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში –  საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773239, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12-123 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773552, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773553, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773556, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773557, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​​2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773250, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773255, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 135​​​1 და 135​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773259, 135​​​2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773238, 135​​​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773240, ხოლო 135​​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773241);

თ) მე-8 პუნქტში –  მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში –  შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში –  შენიშვნა.“.

2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 2 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით;

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დაიტანება ინდივიდუალური QR-კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით ვებგვერდზე www.protocols.ge განთავსებული ინფორმაციის მიღება.“;

4. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 125​​2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 5​​1-53 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1353 და 135​​4 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 135​​2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ოდენობით, 125​​​​​​2 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 135​​1 და 135​​5 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

5. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი 5) შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენელი იურიდიული პირის სახელწოდება;  

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, მისამართი და სხვა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, არსი;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––––––––––––––––––;

ვ) მე-6 პუნქტში –  ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773251;

თ) მე-8 პუნქტში –  მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში –  შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში –  შენიშვნა.“;

6. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 5 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით;

7. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დაიტანება ინდივიდუალური QR-კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით ვებგვერდზე www.protocols.ge განთავსებული ინფორმაციის მიღება.“.

8. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი 10) მონაცემები შეიტანება ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გარდა ამავე პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, რომლებიც არ ივსება. ამასთან, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დაიტანება ამ წესის მე-4 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური QR-კოდი.“.

9. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 10 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით;

10. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12-123 ნაწილებით, 135-ე-135​5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების ადგილზე განხილვისას შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე არ ვრცელდება კოდექსის 290​​5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მაისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე
📎 დანართები (3)
11-28-1.doc DOC

წესის დანართი 2

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №--0000000

[pic] დაასკანერეთ ქვითარზე გადასასვლელად

|1. შედგენის თარიღი |

|2. შემდგენელი იურიდიული პირის სახელწოდება |

| |

|3. სამართალდამრღვევის პირადი №: |

|სახელი და გვარი: |

|სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის |

|შემთხვევაში): |

|მისამართი: |

|და სხვა |

|4. სამართალდარღვევის ჩადენის |

|ადგილი: |

|დრო: |

|არსი: |

| |

|5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს |

|ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის |

|6. ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი |

|7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი |

|8. მოწმე ან სხვა მონაწილე |

|სტატუსი/ხელმოწერა |

|9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა/ |

|უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე |

|10. შემდგენლის ხელმოწერა |

|11. შენიშვნა |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ |

|სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: |

|ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს |

|ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის |

|განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ|

|იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო|

|მიღებული დადგენილება. |

|ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ |

|სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და |

|სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში |

|(ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების |

|შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის |

|ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7). |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო |

|დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში|

|საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება |

|სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და |

|პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და |

|საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი. |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის |

|გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა |

|კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, |

|მე-4, 51-53 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135​3 და 135​4 |

|მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 135​2 მუხლით |

|გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ოდენობით, 1252 მუხლის მე-5 ნაწილით |

|გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს |

|ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 135​1 და 135​5 მუხლებით გათვალისწინებული|

|სამართალდარღვევებისათვის 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის|

|ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა |

|განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |

შენიშვნა: საჯარიმო ქვითარს სერია ენიჭება იმის მიხედვით, სააგენტოს რომელი სამსახურის მიერ არის შედგენილი, შემდეგი წესით:

1) მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითრებს „პჯ“.

2) მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითრებს „უჯ“.

3) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ტურისტული და სპეციალური მარშრუტების კონტროლის სამსახურის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითრებს „აჯ“.

4) სანებართვო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითრებს „ტჯ“.

11-28-2.doc DOC

წესის დანართი 5

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № სჯ000000

[pic] დაასკანერეთ ქვითარზე გადასასვლელად

|1. შედგენის თარიღი |

|2. შემდგენელი იურიდიული პირის სახელწოდება |

| |

|3. სამართალდამრღვევის პირადი №: |

|სახელი და გვარი: |

|სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში): |

|მისამართი: |

|და სხვა |

|4. სამართალდარღვევის ჩადენის |

|ადგილი: |

|დრო: |

|არსი: |

|5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ |

|სამართალდარღვევათა კოდექსის |

|6. ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი |

|7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი |

|8. მოწმე ან სხვა მონაწილე |

|სტატუსი/ხელმოწერა |

|9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა/ |

|უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე |

|10. შემდგენლის ხელმოწერა |

|11. შენიშვნა |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ |

|სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: |

|ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს. გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს |

|ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას |

|ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე |

|წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება |

|(გადაწყვეტილება). |

|ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ |

|სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის |

|საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების |

|10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − |

|ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. |

|შარტავას ქუჩა №7). |

|სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის |

|ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის |

|ვადაში, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს |

|კანონმდებლობით დადგენილი წესით. |

|ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773251. |

11-28-3.doc DOC

წესის დანართი №10

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №ვჯ000000

[pic] დაასკანერეთ ქვითარზე გადასასვლელად

|1. შედგენის თარიღი |

|2. შემდგენელი იურიდიული პირის სახელწოდება |

| |

|3. სამართალდამრღვევის პირადი №: |

|სახელი და გვარი: |

|სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის |

|შემთხვევაში): |

|მისამართი: |

|და სხვა |

|4. სამართალდარღვევის ჩადენის |

|ადგილი: |

|დრო: |

|არსი: |

| |

|5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს |

|ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის |

|6. ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი |

|7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი |

|8. მოწმე ან სხვა მონაწილე |

|სტატუსი/ხელმოწერა |

|9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა/ |

|უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე |

|10. შემდგენლის ხელმოწერა |

|11. შენიშვნა |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა|

|კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: |

|ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი,|

|წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული |

|დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის |

|მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. |

|ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა |

|კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების |

|მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. |

|გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის |

|შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7). |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან |

|საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში |

|ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში |

|მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სამართლებრივი ფორმა, |

|სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი. |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ |

|პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, |

|მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51-53 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის |

|მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135​2 მუხლით, 135​3 და 135​4 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის|

|ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1252 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 200 ლარის |

|ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 135​1 და 135​5 მუხლებით |

|გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის|

|ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება |

|საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |