„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №169 |
|
2026 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე 18 წლამდე ასაკის გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პირები, რომელთა მკურნალობა (იმ კარდიოქირურგიული მეთოდებით, რომლებიც ამჟამად არ ტარდება საქართველოში) დაგეგმილია საზღვარგარეთ, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული „ბავშვთა კარდიოქირურგიის − კონვენციის“ პირობების შესაბამისად.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), სადაც მკაფიოდ და დეტალურად იქნება განმარტებული ყველა პუნქტი, შესაბამისი ICD-10 და/ან NCSP კოდების მითითებით: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), გადატანილი დაავადებები, ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა. საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), ფორმა №IV-100/ა-ში დამატებით უნდა იყოს ექიმის რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის საჭიროების თაობაზე (ICD-10 და NCSP კოდების მითითებით);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით; უცხოეთიდან წარმოდგენილ ანგარიშფაქტურასა და კალკულაციაში (ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად) მითითებულ უნდა იქნეს დანახარჯები, შემდეგი ჩაშლის მიხედვით (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა):
გ.ა) არასამედიცინო მომსახურება (ტრანსფერი, სასტუმრო, თანმხლები პირი, სხვა);
გ.ბ) სამედიცინო მომსახურება:
გ.ბ.ა) ოპერაციული ჩარევა;
გ.ბ.ბ) კონსერვატიული მკურნალობა;
გ.ბ.გ) დიაგნოსტიკა;
გ.ბ.დ) ქიმიოთერაპია;
გ.ბ.ე) სხივური თერაპია და სხვა;“;
ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.“;
გ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
„13. საქართველოს ფარგლებს გარეთ ოფთალმოლოგიური სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ საქართველოში ოფთალმოლოგიური სერვისის (ქირურგიული ოფთალმოლოგიური სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი (სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვის მქონე) და შეტყობინებას დაქვემდებარებულ მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობაზე უფლების მქონე) ყველა მიმწოდებელს, საქართველოში ოფთალმოლოგიური სერვისის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ დასტურისთვის. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია, აღნიშნული დოკუმენტაცია დამატებით გაეგზავნოს სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ ოფთალმოლოგიური სერვისის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.“.
3. მე-7 მუხლს 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
„13. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის მომსახურება ფინანსდება ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული „ბავშვთა კარდიოქირურგიის − კონვენციის“ პირობების შესაბამისად.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
|