ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-17.17261146
2026 წლის 24 აპრილი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის №51 ოქმის თანახმად:
1. განხორციელდეს სოფელ ტბაზე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) სახელდება მიმდებარედ არსებული ქუჩის სახელწოდებით.
2. განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით სოფელ ტბაზე მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი) წარმოდგენილი №1 დანართის შესაბამისად ეწოდოს:
ა) მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (არსებული ქუჩის გაგრძელება);
ბ) შოთა ნიშნიანიძის I შესახვევი (არსებული შესახვევის გაგრძელება);
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა).
გიორგი ფერაძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე