„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.154.016585
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2026 წლის 29 აპრილი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის  საფუძველზე, -თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.     
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში  (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24.01.2025წ., სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016560) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება (მათ შორის, ექიმის კონსულტაცია) (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა, ქვეყნის გარეთ მკურნალობა, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა (გარდა შშმ ბავშვებისა))“.

 

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა).შშმ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებელის, მეურვის, მზრუნველის ან ნდობით აღჭურვილი პირის) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვი (18 წლამდე) საკურორტო-სანატორიულ მომსახურებისათვის ისარგებლებს არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. შშმ ბავშვი დაფინანსდება მის კანონიერ წარმომადგენელთან /თანმხლებ პირთან ერთად“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი“.

5. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ტყუპების შეძენისას 500 ლარი“.

6. მე-19 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი

1. მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით  (გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში).“.

 

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალდაქორწინებული პირები (ოჯახი) მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თუ მეუღლეები (ერთ-ერთი ან ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებული იყვნენ და არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში, დახმარების მოთხოვნის დროისთვის ორივეს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში).

8. 22-ე მუხლს  დაემატოს 31 პუნქტი:

„31. მოქალაქემ მერიას განცხადებით უნდა მომართოს ხანძრის მოხდენიდან 6 თვის განმავლობაში“.

9. 23-ე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:

„21 . თუ მოქალაქემ ერთხელ ისარგებლა ფინანსური დახმარებით, განმეორებით (მომდევნო წელს) განცხადებით მომართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების/საცხოვრებლად გამოყენებული ადგილის შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილი კომისიის მიერ ადგილზე შესწავლის/მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე. თუ წინა წელს მიღებული ფინანსური დახმარება მიზნობრივად არ არის გამოყენებული, დახმარება არ გაიცემა. “

10. 26-ე მუხლს დაემატოს 18 პუნქტი:

„18. თუ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს მე-5 მუხლისა და 251 მუხლის პირობებს, განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსებით“.


მუხლი 2.     
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზი დიდებაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.04.2026.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.04.2026. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.154.016585.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5, 29.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016585 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6850812/