შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ალექსი სოფრომაძე N010-26)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო შეტყობინება

აუქციონის გამოცხადების შესახებ

2026 წლის 29 აპრილი

სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“(ს/ნ: 204954086)

დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელ. ფოსტა:  info@pqa.ge

ვებსაიტი:  www.pqa.ge

ტელეფონი:   577783434

მესაკუთრე:  ალექსი სოფრომაძე (პ/ნ: 13001006303); მისამართი: გურჯაანის

მუნიციპალიტეტი, სოფელი ძირკოკი, მე-4 ქუჩა №12

სპეციალისტი აცხადებს მესამე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით (იპოთეკის ხელშეკრულება №GCL-SME-I-GU005526-2022/01 გაფორმების თარიღი: 2022 წლის 10 ოქტომბერი) დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე სამ ლოტად:

საჯარო აუქციონის №: 010-26

ლოტი №1

სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: მუნიციპალიტეტი გურჯაანი, სოფელი ძირკოკი, არხს ქვემოთ ვენახი. 4230.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.59.233);

აუქციონის დაწყების დრო: 08.05.2026 წლის 13:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 14.05.2026 წლის 13:00 სთ

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 9 000 ლარი; ბიჯი 100 ლარი;

ლოტი №2

სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: რაიონი გურჯაანი, სოფელი ჟანდარი, "ყურე ჭანდარის მხრიდან". 2907.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.51.133);

აუქციონის დაწყების დრო: 08.05.2026 წლის 14:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 14.05.2026 წლის 14:00 სთ

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 6 000 ლარი; ბიჯი 100 ლარი;

ლოტი N3

სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: რაიონი გურჯაანი, სოფელი ჟანდარი, "ყურე ჭანდარის მხრიდან". 3617.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.51.131);

აუქციონის დაწყების დრო: 08.05.2026 წლის 15:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 14.05.2026 წლის 15:00 სთ

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 2 000 ლარი; ბიჯი 100 ლარი;

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“.

უძრავი ქონების აღწერა: სამივე ლოტზე წარმოდგენილი უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია. N1 დ N2 ლოტების უძრავ ქონებაზე გაშენებულია სრულ მსხმოიარობაში შესული საფერავის ჯიშის ვენახი, ხოლო N3 ლოტი წარმოადგენს სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთს.

ყურადღება: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმართველობის ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ აკმაყოფილებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აუქციონის პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ამასთან, საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს მისო „სკაპი“ (ს/ნ: 205274273).

2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას.

4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის მთლიანად გადახდის შემდეგ.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის კრედიტორს, უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოვალეს.

ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

სპეციალისტი:

შპს პირველი ქართული აუქციონის

დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე