ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.113.016554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 29 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის  გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
რეკომენდაცია მიეცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, სამორიგეო მანქანების რაოდენობის განსაზღვრისა და გამწესების შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს საწვავის ლიმიტების დამდგენ სამართლებრივ აქტში და აღნიშნული ლიმიტები მიმართოს სამორიგეო მანქანების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მოახდინოს არარენტაბელური და ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია აუქციონის წესით მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი №1

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის  გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ოზურგეთის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების გადანაწილებისას, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრული ფლობის ღირებულებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი:

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;

გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში კონკრეტულ თანამდებობის პირებზე/საჯარო მოსამსახურეებზე;

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;

ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.


მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები/საჯარო მოსამსახურეები
განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ პირებს:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;

გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების/ფრაქციების თავმჯდომარეები;

ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი).


მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილს რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში – 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე.

3. ზამთრის პერიოდში, კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით, დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილის კლასს.


მუხლი 5. ავტომობილის კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს მე-3 კლასის ავტომობილებისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვებისათვის.

3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა.

4. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში Plug-in მოდიფიკაცია), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.

5. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვირების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრის ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლების ხარჯი;

თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი)   მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;

კ)  შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

6. შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში − შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი კილოვატ/საათის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 0.20-ის.

7. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა, სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა, სულ მცირე ოთხჯერ. ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

8. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული  ფლობის ღირებულებაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით  გათვალისწინებულ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

10. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი), ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში.

11. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.

12. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.

13. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

14. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას − ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

15. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევასა და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით.

16. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ფასი).

17. მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

18. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: III კლასის და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანართით.



დანართი №2

 

კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება
ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

მუხლი 1
1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ბ) განპიროვნებული.

2. III კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ის შესაბამისად.

3. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №2-ის შესაბამისად.

4. III კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

5. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

6. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №3-ის შესაბამისად.

7. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №4-ის შესაბამისად.

8. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

9. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 2
სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:

ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ) პიკაპი;

გ) სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 (ოცდათოთხმეტი ათას რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

დ) სპეციალიზებული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 3
შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
მუხლი 4
შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.


    ცხრილი №1

 

III კლასის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

75

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3840

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1450

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

 

 

ცხრილი №2

III კლასის მსუბუქი ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

122

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4136

სიგანე არანაკლებ

1492

სიმაღლე არანაკლებ

1385

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის, ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელექტრო- ან/და მექანიკური რეგულირება

 

ცხრილი №3

III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

ცხრილი №4

III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

140

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

 სიგრძე არანაკლებ

4125

სიგანე არანაკლებ

1725

სიმაღლე არანაკლებ

1535

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან  150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად

 შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული

 მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის

სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული

ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

                      ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. ან მექანიკური რეგულირება

 

 

ცხრილი №5

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება