„ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 მაისის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.106.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №13

2026 წლის 29 აპრილი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციული ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 მაისის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციული ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 მაისის №14 განკარგულების მე-4 პუნქში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ უსახელო ქუჩებზე მდებარე ჩიხებს, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:

ა) ქუჩა №1-ის I ჩიხი – ალექსი მირცხულავას I ჩიხი;

ბ) ქუჩა №2-ის I ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების I ჩიხი;

გ) ქუჩა №2-ის II ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების II ჩიხი;

დ) ქუჩა №2-ის III ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების III ჩიხი;

ე) ქუჩა №2-ის IV ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების IV ჩიხი;

ვ) ქუჩა №2-ის V ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების V ჩიხი;

ზ) ქუჩა №3-ის I ჩიხი – კოლხეთის I ჩიხი;

თ) ქუჩა №3-ის II ჩიხი – კოლხეთის II ჩიხი.“.

2. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება ძალაში შევიდეს 2026 წლის 29 აპრილიდან.

4. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გოჩა ქაჯაია

 

 

დანართი