„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №11 |
|
2026 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილების (ვებგვერდი, 04/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016641) პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“:
ა) 25-ე მუხლის 172 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „172. 2028 წლის 31 დეკემბრამდე ქვის დამუშავების (მათ შორის, ქვის სამტვრევი, სახერხი ან/და ქვიშა-ხრეშის სარეცხი) დანადგარის საირიგაციო სისტემასთან დროებით მიერთების შემთხვევაში, მიერთების მსურველი და მიმწოდებელი უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ ქვის დამუშავების დანადგარის გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. ამ შემთხვევაში, თუ მიწოდებული წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მხარეთა შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გათვალისწინებით: ა) წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესის ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდის საფუძველზე (ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში); ან ბ) გამოყენებული ქვის დამუშავების დანადგარის გამტარუნარიანობისა და დღის განმავლობაში მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით.“; ბ) 36-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან მომხმარებლის მიერ არ არის მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა წესების მე-7 მუხლის პირობების გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.“; გ) 68-ე მუხლის: გ.ა) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. 2027 წლის 1 მაისამდე, გაუმრიცხველიანებელ არაპროფილურ მომხმარებელზე მოხმარებული წყლის მოცულობით (კუბურ მეტრებში) დარიცხვის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელთან შეთანხმდეს აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე მრიცხველის გარეშე პირობით დარიცხვაზე, სადაც შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ფარგლებში მოხმარებული საირიგაციო წყლის რაოდენობა განისაზღვრება საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის და საირიგაციო სისტემიდან მოხმარების საშუალების (მილსადენის, ხელსაწყოს ან/და დანადგარის) გამტარუნარიანობის და ერთთვიან პერიოდში წყლის მოხმარების საათების გათვალისწინებით.“; გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. 2028 წლის 1 მაისამდე თუ საირიგაციო სისტემის ტექნიკური მდგომარეობის გამო ტექნიკურად ვერ ხდება ამ წესების 58-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიწოდების წერტილის განსაზღვრა და ვერ ხდება პროფილური მომხმარებლების წყლის ერთობლივად მოხმარების პირობებზე შეთანხმება, მიმწოდებელი უფლებამოსილია დროებით განსაზღვროს მიწოდების წერტილი მომხმარებლის ტერიტორიასთან არსებულ უახლოეს, მიმწოდებლის მფლობელობაში (მათ შორის, მის ბალანსზე) მყოფ საირიგაციო სისტემაზე, სადაც წყლის მიწოდების წერტილი უნდა იძლეოდეს: ა) წყლის აღრიცხვის სისტემის მოწყობის შესაძლებლობას (მრიცხველის განთავსების შესაძლებლობას); ბ) წყალსარეგულაციო კვანძის მოწყობის შესაძლებლობას.“; დ) 68-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 681 მუხლი: „მუხლი 681. საერთო მიწოდების წერტილზე ერთზე მეტი უძრავი ქონების რეგისტრაციისა და წყალმომარაგების გარდამავალი პირობები 1. როდესაც ერთი მიწოდების წერტილიდან მარაგდება ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის მფლობელი 10-ზე მეტი პირი (პროფილური მომხმარებელი), წყლის მიწოდება უნდა მოხდეს წესების 54-ე მუხლისა და ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით. 2. ეს წესები თანაბრად ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრულ ურთიერთობაზე, თუ ამ მუხლში მოცემული ნორმით სხვა პირობა პირდაპირ არ არის განსაზღვრული. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გავრცელება დაუშვებელია, თუ ერთი მიწოდების წერტილიდან წყალი მიეწოდება 15 ჰექტარზე მეტ სარწყავ ფართს. 4. თუ უძრავი ქონების მფლობელების მიერ ვერ ხდება წყალმომარაგების პირობებზე შეთანხმება, მიმწოდებელს უფლება აქვს, შესაბამის აბონენტის ნომერზე (მიწოდების წერტილის შესაბამისად, საიდანაც ხდება უძრავი ქონების წყლით მომარაგება) მომხმარებლად დაარეგისტრიროს პირი განაცხადის ან მარტივი წერილობითი ფორმით მიმართვის საფუძველზე. ამასთან, მიმწოდებელს უფლება აქვს, უძრავი ქონების მფლობელთა გაცხადებული ინტერესების გათვალისწინებით, ცალმხრივად განსაზღვროს წყალსარგებლობის განრიგი მას შემდეგ, რაც დაადგენს ფაქტობრივ მომხმარებლებს, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მომხმარებლებს წყალსარგებლობის განრიგის შესახებ ინფორმაცია უნდა გაეგზავნოთ განსაზღვრისთანავე, წყლის მომარაგების პერიოდებისა და წყალსარგებლობის განრიგის განთავსების ადგილის მითითებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელზე არ ვრცელდება ამ წესების 45-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალსარგებლობის განრიგი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ დაცული იყოს აღნიშნული მიწოდების წერტილის მორწყვის არეალში ყველაზე მეტად გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მორწყვის ნორმები (უძრავი ქონების მფლობელთა გაცხადებული ინტერესების გათვალისწინებით), სადაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს მრავალწლიან კულტურებს. 6. თუ ადგილი აქვს საირიგაციო სისტემის საერთო მიწოდების წერტილიდან წყლით სარგებლობას, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და ფაქტობრივ მოხმარებელს დაარიცხოს მოხმარებული წყლის საფასური, ამ მუხლისა და წესების პირობების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ფაქტობრივ მომხმარებელს მისი იდენტიფიცირებისთანავე წერილობით აცნობოს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 7. როდესაც, წყლის მოხმარების მიუხედავად, პირი უარს აცხადებს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შეაჩეროს საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლება როგორც ამ პირის მიმართ, ისე ამ პირის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, სანამ არ მოხდება მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა (ან გადახდაზე შეთანხმება) წესების პირობების შესაბამისად. საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლების შეჩერების მიუხედავად, წყლით სარგებლობა ითვლება უკანონო მოხმარებად და უკანონოდ მომხმარებელზე გავრცელდება ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. 8. მიმწოდებელმა საერთო მიწოდების წერტილზე წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად წყლის მიწოდებისას, წყალმომარაგების დაწყების შეტყობინებაში და ქვითარში ასევე უნდა მიუთითოს, თუ ვისი მოთხოვნით ხდება ამ მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდების კონკრეტული ოპერაცია ზოგადად ყველა მომხმარებლისთვის, რომელთა მიწის ნაკვეთიც ამ მიწოდების წერტილიდან მარაგდება წყლით ან კონკრეტული მომხმარებლისთვის (თუ ასეთი მოთხოვნა დაფიქსირებულ იქნა მომხმარებლისგან ან მომხმარებლებისგან, წესების შესაბამისად). 9. დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საერთო მიწოდების წერტილით მომარაგებული მომხმარებლისთვის. 10. თუ ამ ჯგუფიდან გამოეყოფა ჯამში არანაკლებ 5 ჰექტარის მფლობელი მომხმარებლები, რომლებიც შეთანხმდებიან ერთობლივ საქმიანობაზე წესების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა მოუწყოს მიწოდების წერტილი, არასაირიგაციო პერიოდში 2 თვის ვადაში (სადაც განცხადებების მიღება სრულდება პირველ თებერვლამდე), ხოლო საირიგაციო პერიოდში, თუ სხვა მომხმარებლის პირობა არ ირღვევა და ტექნიკური წინააღმდეგობა არ დგას – ერთი თვის ვადაში. ამასთან, თუ ჯგუფიდან გამოყოფის მოთხოვნები აღემატება მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობას, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული უნდა გაცხადდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს გეგმა-გრაფიკი მიმდინარე სეზონზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რაც აჩერებს ამ პუნქტით განსაზღვრულ საირიგაციო პერიოდში მიწოდების წერტილის ერთი თვის ვადაში მოწყობის ვალდებულებას (ამ პუნქტით განსაზღვრულ მიწოდების წერტილის მოწყობის პირობაზე არ ვრცელდება წესების 21-ე და 22-ე მუხლებით განსაზღვრული პირობები და პროცედურები). 11. ეს მუხლი მოქმედებს 2028 წლის 1 მაისამდე.“; ე) 69-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|