„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/141 |
|
2026 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის № 1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ჰ62“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ62 ) საქართველოს ნავსადგურში გარე რეიდზე ღუზაზე დგომის დღიური საფასური (მიუხედევად დღეღამის განმავლობაში ღუზაზე დგომის ხანგრძლივობისა): 500 – 1000 GT – 265 ლარი; 1001 – 5000 GT – 365 ლარი; 5001 – 15000 GT – 715 ლარი; 15001 და < GT – 945 ლარი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება გემებზე, რომელთა საერთო ტევადობაც არის 500 GT-ზე ნაკლები, დაპატიმრებულ და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გემებზე, ასევე ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ღუზაზე მდგომ ნებისმიერი ტიპის გემზე. აღნიშნული საფასური შეეხება 500 საერთო ტევადობაზე (GT) მეტ ყველა იმ გემს, რომელიც მოვიდა და დადგა ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით, იმ პირობით, რომ გემის დანიშნულების ნავსადგურია საქართველოს ნავსადგური, მაგრამ, ამა თუ იმ მიზეზების გამო ნავსადგურში არ შემოვიდა სატვირთო ოპერაციების ჩატარების მიზნით, აგრეთვე, გემს რომელმაც დაასრულა ნავსადგურში შესაბამისი ოპერაციები და ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებს ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით დგომას. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი სამგზავრო გემები გადაიხდიან ამ ქვეპუნქტში მითითებული საფასურის 20%-ს.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ108“, „ჰ109“, „ჰ110“ და „ჰ111“ ქვეპუნქტები: „ჰ108 ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის პერსონალის წევრის სერტიფიკატების გაცემა: მე-7 სამუშაო დღეს – 130 ლარი; მე-5 სამუშაო დღეს – 160 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 200 ლარი; 24 საათის გასვლისთანავე – 250 ლარი; იმავე დღეს – 300 ლარი. ჰ109 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გემის პერსონალის წევრის სერტიფიკატების გაცემა: მე-7 სამუშაო დღეს – 260 ლარი; მე-5 სამუშაო დღეს – 320 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 400 ლარი; 24 საათის გასვლისთანავე – 500 ლარი; იმავე დღეს – 600 ლარი. ჰ110) გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარება: განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 5 000 ლარი. ჰ111 ) გემის ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარება: განაცხადის შეტანიდან 10-15 სამუშაო დღის განმავლობაში – 12 500 ლარი.“ 3. მე-3 მუხლის 22 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასური ყველა ტიპის გემისთვის, გარდა სატვირთო სამგზავრო ბორნებისა, 1 GT-ზე – 0.3 ლარი, სატვირთო-სამგზავრო ბორნების მომსახურების საფასური, თუ გემის საერთო ტევადობა არ აღემატება 15,000-ს დაიანგარიშება შემდეგი წესით: საერთო ტევადობა X 0,3 X 0,5, ხოლო თუ გემის საერთო ტევადობა აღემატება 15,000-ს – საერთო ტევადობა X 0,3 X 0,8. შენიშვნა: ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურისგან სრულად თავისუფლდება: 1. ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები (H). 2. ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწვის მქონე გემები. 3. ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები. 4. სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო-სასამსახურო, სამეცნიერო-კვლევითი გემები. 5. სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები; და სამგზავრო საკრუიზო გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან.“. ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს: გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ბათიმეტრიული (მრავალსხივიანი ექოლოტით) მონაცემების გაცემა (3 მეტრიდან 200 მეტრის სიღრმემდე). შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე – 1050 ლარი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევამდე დაინტერესებული მხარე ვალდებულია გადაიხადოს წინასწარ გათვალისწინებული მომსახურების საფასური 4 200 ლარი. ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული, დამუშავებული მონაცემის გაცემის ვადა განისაზღვრება მონაცემების შეგროვებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. მომსახურების საფასურის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივად დახარჯული საათების შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. არასრული საათი მრგვალდება სრულ საათამდე. შენიშვნა: განსაკუთრებით დიდი მოცულობის სამუშაოს შემთხვევაში დამუშავებული მონაცემების გაცემის ვადა განისაზღვრება მონაცემების შეგროვებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში.“ დ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ბათიმეტრიული (ერთსხივიანი ექოლოტით) მონაცემების გაცემა (2 დან 500 მეტრის სიღრმემდე). შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე – 550 ლარი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევამდე დაინტერესებული მხარე ვალდებულია გადაიხადოს წინასწარ გათვალისწინებული მომსახურების საფასური 2 200 ლარი. ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული, დამუშავებული მონაცემის გაცემის ვადა განისაზღვრება მონაცემების შეგროვებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. მომსახურების საფასურის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივად დახარჯული საათების შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. არასრული საათი მრგვალდება სრულ საათამდე. შენიშვნა: განსაკუთრებით დიდი მოცულობის სამუშაოს შემთხვევაში დამუშავებული მონაცემების გაცემის ვადა განისაზღვრება მონაცემების შეგროვებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში.“ ვ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ბათიმეტრიული რუკის ამობეჭდვა A2 – A0 ქაღალდის ფორმატი 1 (ერთი) ცალი: 3 სამუშაო დღის ვადაში – 90 ლარი“ თ) მე-3 მუხლის „113“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „113 . საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეტჩერო სამსახურები და მუნიციპალიტეტები თავისუფლდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ფაქტობრივი ამინდის ცნობის გაცემისთვის დადგენილი საფასურისაგან.“ 4. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ82“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა. საჯარო დაწესებულების მიმართ სააგენტოს მიერ არასამუშაო დღეს და დროს მომსახურების გაწევის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, ხოლო არასამუშაო დღესა და დროს გემთმფლობელის მიმართ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გემთმფლობელი უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს მომდევნო სამუშაო დღეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ბ) „31“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|