საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/34
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.009.802
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 16/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.009.802
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/34
2007 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ წესდება“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“.
2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთანუსხა და ბეჭედი სააგენტოს სახელწოდებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით.
4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. დადიანის/გალაკტიონის ქ. 13/18.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) სამთავრობო რეზიდენციებში საქართველოს პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა უზრუნველყოფა მათი საქმიანობისათვის საჭირო, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობებით;
ბ) გადაცემული ქონების (მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების) მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, რეკონსტრუქცია, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება;
გ) საინვესტიციო პროგრამებისა და მშენებლობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საზღვარგარეთიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების მომსახურება საჭიროების შემთხვევაში;
ე) სახელისუფლებო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ასევე სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი კონტინგენტის მიღება და სათანადო მომსახურება.
მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილებანი
წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სააგენტოს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში;
ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს მის გამგებლობაში არსებული ქონება და ფულადი სახსრები;
დ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის სხვა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან ხელშეკრულებები;
ე) დადგენილი წესით განახორციელოს სააგენტოს კადრების აღრიცხვა, შერჩევა და დაკომპლექტება, ხელი შეუწყოს სააგენტოში დასაქმებულ სპეციალისტთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ვ) მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტები საკონტრაქტო წესით;
ზ) დადგენილი წესით განახორციელოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები და საზღვარგარეთის ქვეყნებში წარმომადგენლების გაგზავნა;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები, როგორც დამოუკიდებლად, ისე წილობრივი მონაწილეობით;
ი) დადგენილი წესით უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვები;
კ) განახორციელოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების მიმართ;
ლ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს მართვას ახორციელებს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს დირექტორის მოადგილეებს შორის ანაწილებს სააგენტოს დირექტორი.
3. სააგენტოს დირექტორი:
ა) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ-სამეურნეო, სახელშეკრულებო, საფინანსო საქმიანობას, შრომისა და საწარმოო დისციპლინის დაცვას;
ბ) უშუალოდ ან რწმუნებული პირის მეშვეობით წარმოადგენს სააგენტოს ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სასამართლო ორგანოებში;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს გამგებლობაში არსებულ ქონებას, უზრუნველყოფს ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას;
დ) დადგენილი წესით ახორციელებს საბანკო, საანგარიშსწორებო და სხვა ოპერაციებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას და საშტატო განრიგს;
ვ) საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს აპარატისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
თ) წყვეტს სამსახურებრივ მივლინებათა საკითხებს საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა თანამშრომლისთვის;
კ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 5🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
2. სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე.
მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურა
გადაწყვეტილებებს სტრუქტურული ერთეულების შექმნის და მათი გაუქმების, საშტატო განრიგისა და წლიური ბიუჯეტის შესახებ სააგენტო იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსება
1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორცილებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 8🔗. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
მუხლი 9🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.