„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
1. მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ტყის მართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;“.
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის;“.
3. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს;“.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (მხარჯავი დაწესებულების) და მის სისტემაში მოქმედი შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგვაში არსებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოთ ამ კანონის ამოქმედების შედეგად განსაზღვრულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს (მხარჯავ დაწესებულებას) და მის სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლეს.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 22 ივნისიდან.
ბათუმი, 30 აპრილი 2026 წ. N65-IIს
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.04.2026. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №65-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.30.056.016126.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №65-IIს, 30.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016126 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6851952/