„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2026 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016471) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო (შემდგომში – მომსახურების სააგენტო).“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს მომსახურების სააგენტოს.“;

გ) დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის მიზნებისათვის 2026 წლის პირველ ივნისამდე სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“;

დ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივნისიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.04.2026. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016475.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №13, 28.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016475 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6852744/