ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის 4 973,2 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
4,973.2
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
1,921.1
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
453.0
06 01 02
მოქალაქეების მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება
1,468.1
06 02
სოციალური დაცვა
3,052.2
06 02 01
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
2,613.6
06 02 02
ერთჯერადი სოციალური დახმარება
100.0
06 02 03
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
4.0
06 02 04
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება
65.0
06 02 05
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
100.6
06 02 06
მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
164.0
06 02 07
პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა
5.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
06 01 01
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
ქვეპროგრამის მიზანი
სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობისა და ეპიდემიური სიტუაციის კონტროლი; ცნობიერების ამაღლება და სამიზნე პოპულაციაში ადრეული ავადობის გამოვლენა, გეგმიური იმუნიზაციის დროული მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა
ქვეპროგრამის აღწერა
სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად; სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, სამოქმედო ტერიტორიაზე ვაქცინების, შრატების და ასაცრელი მასალების გადაცემა და მართვა ლოჯისტიკის მოდულით, 5-10 წლამდე ბავშვების კვლევა ჰელმითებზე და სამკურნალო პრეპარატებით უზრუნველყოფა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის მეთვალყურეობა და ტესტ-სისტემებით სკრინინგი, ც ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგული კვლევა და დადებითი სტატუსის მქონე პირების მიდევნება; კოღოებით, ტკიპებით, ფლებოტომუსებით და სხვა ვექტორებით გადაცემადი პარაზიტული ინფექციების გადამტანი მწერების კერებში პროფილაქტიკური დეზინსექცია.
მოსალოდნელი შედეგი
ეპიდსიტუაციის მართვა, სკრინინგული კვლევებით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების მკურნალობის ეფექტურობის ამაღლება, სამოქმედო ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნა
პროგრამის დასახელება
კოდი
მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯების დაფინანსება
06 01 02
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ) სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სადაზღვევო პროგრამებით.
ა) დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს დარჩენილი აქვს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე, ხოლო 5000 (ხუთი ათასი) და მეტის შემთხვევაში - 3000 (სამი ათასი) ლარს, გარდა იმ საგამონაკლისო ჯგუფებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით.
ბ) 501 ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს კომისია;
გ) 501 ლარიდან 3000 ლარამდე დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად, კომისიის და/ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
დ) 151 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება, (გარდა პრიორიტეტული ჯგუფებისა);
სამედიცინო მომსახურების 100%-მდე (501 ლარიდან 3000 ლარამდე) დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურებისთვის ბენეფიციარზე გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4000 (ოთხი ათასი) ლარს.
● აუტისტური სპექტრის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე არასრულწლოვანი პირების დახმარება კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია, ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია); პროგრამით მოსარგებლე პირზე დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა;
● ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება - დაფინანსებას მიიღებს 18 წლამდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) შესაბამისი დაწესებულებიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის ან/და ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის კრიტერიუმებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
06 02 01
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის უზრუნველყოფა ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით;
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ) დახმარება, კერძოდ:
● ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება - პროგრამით მოსარგებლე პირს საკრებულოს თანხმობით დროებით სარგებლობაში გადაეცემა ჟანგბადის აპარატი კანონით დადგენილი წესით.
● ცელიაკიის და ცისტური ფიბროზის მქონე პირების ფინანსური დახმარება - დახმარება გაეწევათ მოქალაქეებს, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით დადგენილი აქვთ ცელიაკიის დაავადება, დახმარება გაიცემა კვარტალში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
● მესამე და მეტ შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება - პროგრამით მოსარგებლე პირი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც შეეძინა მესამე და მეტი შვილი. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა შემდეგი ოდენობით:
ა) მესამე შვილის შეძენის გამო - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) მეოთხე შვილის შეძენის გამო - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;
გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენის გამო - 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;
დ) ტყუპების (მესამე-მეოთხე და მეტი) შეძენის შემთხვევაში - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
● დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე პირების ფინანსური დახმარება, რომელიც გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპეციალიზებულ დაწესებულებას (ე.წ. დღის ცენტრი) შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ასევე, დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირების საკურორტო დახმარება;
● ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე, ხოლო საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის წარდგინებით, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა.
● ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა - ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით და პროგრამით მოსარგებლე პირს (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე) დაუფინანსდება კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.
● მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს.
● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
● 21 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად ირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს; ერთ ბენეფიციარზე საკურორტო დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
● საშენი მასალებით დახმარება - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მძიმე გარემოებათა გამო (გარდა ხანძარი, სტიქია) არ გააჩნიათ საშუალება, შეიძინონ საშენი მასალები.
● დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა.
● სასურსათო კალათით დახმარება დღესასწაულებთან დაკავშირებით - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გაჭირვებულ პირებს;
მოსალოდნელი შედეგი
ფინანსური დახმარებებით და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფილი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ერთჯერადი სოციალური დახმარება
06 02 02
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ქვეპროგრამის აღწერა
ერთჯერადი ფინანსური დახმარება - გაიცემა წელიწადში ერთხელ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირებზე, რომლებიც უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის ან სხვა მიზეზთა გამო დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა არის 100 (ასი)და/ან 200 (ორასი) ლარი.
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესი პირების ერთჯერადი დახმარება - გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი; ერთჯერადი დახმარების ოდენობა არის 1000 (ერთი ათასი) ლარი;
მოსალოდნელი შედეგი
ფინანსური დახმარებებით უზრუნველყოფილი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
06 02 03
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
ომის ვეტერანთა მორალური და მატერიალური მხარდაჭერა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა:
● 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
● სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
● სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრზე - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასება, მათი მორალური მხარდაჭერა და თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება
06 02 04
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა ფინანსური დახმარება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფინანსურ ხელშეწყობას თირკმლის პათოლოგიის მქონე შშმ პირებზე, რომლებსაც ესაჭიროებათ მინიმუმ 12 პროცედურა თვის განმავლობაში, შესაბამისი ტრანსპორტირებით.
ქვეპროგრამის ფარგლებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს (27 ბენეფიციარი) გაეწევათ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან მატერიალური დახმარებით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
06 02 05
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“
ქვეპროგრამის მიზანი
საელჩოების, საერთაშორისო და სხვა დონორი ორგანიზაციებისაგან ინვესტიციების, დახმარებებისა და გრანტების მოზიდვა
ქვეპროგრამის აღწერა
საელჩოების, საერთაშორისო და სხვა დონორი ორგანიზაციებისათვის საინვესტიციო პროექტებისა და საგრანტო განაცხადების მომზადება და წარდგენა. ჰუმანიტარული დახმარებების მიღება და შშმ პირების, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განაწილება.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია დონორი ორგანიზაციებისგან ინვესტიციების, დახმარებებისა და გრანტების მოზიდვა.
პროგრამის დასახელება
კოდი
მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
06 02 06
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“
ქვეპროგრამის მიზანი
უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფითი მდგომარეობის შემსუბუქება, მათი მორალური თანადგომა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ პირთა (38-45 ბენეფიციარი) დღეში ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა სასადილოში.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და შშმ პირთა ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა მომართვიანობის ლიმიტის ფარგლებში და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
პროგრამის დასახელება
კოდი
პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა
06 02 07
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და
საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების საშუალებით
ქვეპროგრამის აღწერა
პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრათ პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
მცხეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის მიხედვით, მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით, პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება:
ა) რეგულარული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 60 საათი;
ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 120 საათი.
რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის - საათში 13 ლარი.
მოსალოდნელი შედეგი
შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებით მისი ფსიქო-სოციალური განვითარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობ