„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო ს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის ბრძანება №01-1 |
|
2026 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.44.064.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის მაძიებელი შშო განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მისაღებად. განაცხადს თან უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის წარდგენა აკრედიტაციის ცენტრში ხორციელდება შესაბამის მისამართზე - აკრედიტაციის ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ან/და ელექტრონული პროგრამის საშუალებით, რომელიც მითითებულია აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერდზე. განაცხადის ფორმები და შესაბამისი დანართები მოცემულია აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-5 მუხლის: ა) მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხორციელდება თუ არა აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაცია იმ სფეროში, რომლისთვისაც შშო ითხოვს აკრედიტაციას და არსებობს თუ არა ამ სფეროზე მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება;“. ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ გაკეთებულია განაცხადი მოქნილი სფეროს შესახებ, მოწმდება აკმაყოფილებს თუ არა საგამოცდო, საკალიბრო, სამედიცინო ლაბორატორიის ან საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადი აკრედიტაციის მოქნილი სფეროს პოლიტიკის PL-06-ს და სხვა შესაბამის მოთხოვნებს.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ჯგუფის ხელმძღვანელი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ შემფასებელთა ჯგუფის შემადგენლობაზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, შშო-ს ასევე უგზავნის თანხმობის/უარის ფორმას (ასეთის გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში) – ადგილზე შეფასების პროცესის (რომელსაც ესწრება შშო-ს წარმომადგენელი) აუდიო-ვიდეოჩაწერის განხორციელების თაობაზე აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით დამტკიცებული „პორტატული ვიდეოკამერის გამოყენების წესის“ შესაბამისად. ჯგუფის შემადგენლობის და აუდიო-ვიდეოჩაწერაზე თანხმობას ან უარს შშო-ს პასუხისმგებელი პირი ადასტურებს ხელმოწერით.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აკრედიტაციის კომიტეტის მიერ მნიშვნელოვანი შეუსაბამობის ფარგლებში შშო-ს აკრედიტებული სტატუსით საქმიანობის შეჩერება შესაძლებელია არაუმეტეს 1 თვის ვადით ან/და აკრედიტაციის ცენტრისთვის მისაღები მაკორექტირებელი ღონისძიების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების აკრედიტაციის ცენტრისთვის წარდგენამდე. ამ პერიოდის განმავლობაში შშო-მ უნდა დაასრულოს აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება და აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასება, მათ შორის, დამატებითი ვიზიტის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და თუ აკრედიტაციის ცენტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს). მნიშვნელოვანი შეუსაბამობის ფარგლებში შშო-ს აკრედიტებული სტატუსით შეჩერებული საქმიანობის აღდგენა ხორციელდება აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ შშო არ განახორციელებს დადგენილ ვადაში მაკორექტირებელ ღონისძიებებს ან მისი მიზეზით ვერ განხორციელდება შეფასება დამატებითი ვიზიტის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და თუ აკრედიტაციის ცენტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს), მაშინ შშო-ს შეუჩერდება/ გაუუქმდება აკრედიტაცია ან შეუმცირდება აკრედიტაცია.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-10 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება აკრედიტებული შშო-ს ლოკაციის მისამართის დასახელება და შშო-ს სახელწოდება, ასევე საქართველოს სტანდარტი, გაიცემა ახალი აკრედიტაციის მოწმობა არსებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრით და მოქმედების ვადით. აკრედიტებულ შშო-სთან მიმართებაში აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცვლილებას აკრედიტაციის სფეროში, უნდა აისახოს აკრედიტაციის მოწმობის დანართში, მათ შორის, აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად საქმიანობისას გამოსაყენებელი ნორმატიული დოკუმენტების, შესაბამისი სტანდარტების, მეთოდებისა და მეთოდიკების განახლება/აქტუალიზაცია.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია შშო-ს აკრედიტაცია შეუჩეროს შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში (თუ ასეთი გარემოებები არ აღმოიფხვრება, შშო-ს მიერ განსახორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების ფარგლებში დადგენილ ვადაში, გარდა ამ პუნქტის „ა“, „გ“, „ე“, „ვ“ „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა, რომლის დროსაც აკრედიტაციის კომიტეტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შშო-ს აკრედიტაციის სრულად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე.):“. 7. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიიღოს გადაწყვეტილებები შეფასების (მათ შორის, არაგეგმური) ანგარიშების განხილვის საფუძველზე, მათ შორის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების ან შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენისა და მნიშვნელოვანი შეუსაბამობის ფარგლებში შშო-ს აკრედიტებული სტატუსით საქმიანობის დროებით შეჩერების (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შშო-ს თავად აჩერებს აკრედიტაციის სტატუსით საქმიანობას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს აკრედიტაციის ცენტრს) ან შშო-ს აკრედიტებული სტატუსით შეჩერებული საქმიანობის აღდგენის თაობაზე;“. 8. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შშო-მ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი პროცედურები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებლის ინფორმირებულობა იმ აკრედიტებულ და არააკრედიტებულ შესაბამისობის შეფასების სფეროში, რომელსაც ის სთავაზობს და მოახდინოს აკრედიტაციის შესახებ დეკლარირება მხოლოდ აკრედიტებულ სფეროში. ამასთან, აკრედიტებული შშო ვალდებულია გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო ან/და კომბინირებული სიმბოლო აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე მის მიერვე შემუშავებული და აკრედიტაციის ცენტრთან შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად;“. 9. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.7:2020-ის – წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ამასთან, წინამდებარე მე-11 პუნქტის „ბ.ა)“, „ბ.ბ)“ და „ბ.გ)“ ქვეპუნქტების შემთხვევაში დასაშვებია ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების შესაბამის სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. |
|