ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფარიხან სოფიევას ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხანუმ სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №206 |
|
2026 წლის 27 აპრილი ქ.თბილისი |
1. კრწანისის რაიონში, ფარიხან სოფიევას ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს მიენიჭოს სახელმწიფო მოღვაწის ფარიხანუმ სოფიევას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე