განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-574,1) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
თელავის მუნიციპალიტეტის მიერ 2026 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გასასტუმრებელი ვალდებულებები შეადგენს 574,10 ათას ლარს.
ათასი ლარი
დასახელება
2024 წლის ფაქტი
2025 წლის ფაქტი
2026 წლის გეგმა
ვალდებულებების ცვლილება
-635,72
-635,72
-574.10
კლება
635.72
635.72
574.10
საშინაო
635.72
635.72
574.10
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გასასტუმრებელი ვალის ნაშთი 2025 წლის ბოლოს განისაზღვრება 2111,4 ათასი ლარით. მათ შორის „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში გადმოცემული ქონების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დანართის შესაბამისად 68,638 ათასი ლარი. სასესხო ხელშეკრულება სრულდება 2026 წლის აპრილის თვეში და „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დანართის შესაბამისად 2049,762 ათასი ლარი. სასესხო ხელშეკრულება სრულდება 2029 წლის აგვისტოს თვეში.