საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1203
სარეგისტრაციო კოდი
010100000.22.027.017685
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1203

2026 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ


1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ცენტრის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლთან და სამედიცინო სამსახურთან დაკავშირებული ნორმებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
3. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ცენტრის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლთან და სამედიცინო სამსახურთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში

მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე.

2. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებები, ეს დებულება და საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, 90-ე ქუჩა.

თავი II

ცენტრის მიზნები და ფუნქციები

მუხლი 2. ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზნებია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის (შემდგომ – არასრულწლოვანი) კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმართვა და მისი კოორდინაციის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები

ცენტრი:

ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს;

ბ) ამუშავებს არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, აფასებს არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებსა და საჭიროებებს;

გ) ახდენს არასრულწლოვანის ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში;

დ) შეიმუშავებს არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს;

ე) უზრუნველყოფს არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევას;

ვ) ხელს უწყობს არასრულწლოვანის ოჯახის ჩართვას არსებულ სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში;

ზ) ახორციელებს არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და მის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, აგრეთვე არასრულწლოვანზე დაკვირვებას შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ;

თ) აანალიზებს არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებულ მონაცემებს, ამზადებს შესაბამის ყოველწლიურ ანგარიშებს და აქვეყნებს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს კვლევით და ანალიტიკურ საქმიანობას;

კ) თანამშრომლობს სხვა საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, ამზადებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას/განხორციელების ხელშეწყობას;

მ) საზოგადოებას აცნობს ცენტრის საქმიანობას და ამ მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს;

ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

თავი III

ცენტრის მართვა

მუხლი 4. ცენტრის თავმჯდომარე

1. ცენტრს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ცენტრის თავმჯდომარე:

ა) კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას; წარმოადგენს ცენტრს სხვა საჯარო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;

ბ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) ზედამხედველობს ცენტრის ფუნქციების შესრულებას; უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას, ბათილად ცნოს ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს ცენტრის თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილებები;

დ) საჭიროების შემთხვევაში ახდენს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების დელეგირებას მის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე;

ე) ადმინისტრაციულ ან შრომით ხელშეკრულებას დებს და წყვეტს ცენტრის თანამშრომლებთან; ხელშეკრულებას დებს და წყვეტს სტაჟიორებთან;

ვ) მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიასა და ოდენობას;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომელთა წახალისების შესახებ; უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომელზე გასცეს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;

თ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;

ი) სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან შიდა კონტროლის სამსახურის მიერ დისციპლინური წარმოების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ ცენტრის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის მიმართ;

კ) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს;

ლ) ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით მართავს ცენტრის ფინანსებსა და ქონებას, პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ნ) ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ო) სამინისტროს, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

პ) ასრულებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე. ცენტრის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

მუხლი 5. ცენტრის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე

1. ცენტრის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარე.

2. ცენტრის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე ასრულებენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებსა და ცალკეულ დავალებებს. თავმჯდომარის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი IV

ცენტრის სტრუქტურა

მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრი თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ბ.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;

ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) ეკონომიკური დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

გ.ა) საფინანსო სამმართველო;

გ.ბ) ლოჯისტიკის სამმართველო;

დ) შიდა კონტროლის სამსახური;

ე) სამედიცინო სამსახური;

ვ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი (შემდგომ – სახლი).

მუხლი 7. სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტი

1. სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის კომპეტენციის ფარგლებში წარმართვა, აგრეთვე ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

2. სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) არასრულწლოვანის მდგომარეობის და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება;

ბ) შეფასების საფუძველზე არასრულწლოვანისთვის შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრა და ინდივიდუალური გეგმის შედგენა;

გ) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციების შემუშავება;

დ) არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;

ე) არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელებისა და პროექტების შემუშავება-ადაპტირება, განხორციელება და მართვა;

ვ) არასრულწლოვანთა საჭიროებების შესაბამისად კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების ინიციირება, განხორციელება და მხარდაჭერა;

ზ) ცენტრის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიული ზედამხედველობა და მონიტორინგი, მათ შორის: შემთხვევის მართვის პროცესის ზედამხედველობა და მისი უწყვეტობისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა; სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების/განხორციელების სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი; სპეციალისტების პროფესიული გადაწვის პრევენციისა და დაძლევის მხარდაჭერა; სპეციალისტებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის შეხვედრების განხორციელება მეთოდოლოგიური მითითებებისა და პროფესიული რჩევების გაზიარებით;

თ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სახლში გადამისამართების პროცესში მონაწილეობა;

ი) მონიტორინგის საფუძველზე მონიტორინგის ყოველთვიური და საბოლოო ანგარიშების მომზადება;

კ) ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ნ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ო) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

პ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.

მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ცენტრის ადამიანური რესურსების მართვა, აგრეთვე ცენტრის საქმისწარმოებისა და მისი საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის:

ა.ა) ცენტრში არსებული ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;

ა.ბ) ცენტრში სტაჟიორების შერჩევის, მიღებისა და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

ა.გ) ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სამსახურებრივი მივლინების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე ცენტრის თანამშრომლებთან ადმინისტრაციული, შრომითი და სტაჟირების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ა.დ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;

ა.ე) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;

ა.ვ) ცენტრის ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

ა.ზ) ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება;

ა.თ) ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასთან, აგრეთვე პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ა.ი) პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;

ა.კ) ცენტრის თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;

ბ) ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

გ) ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ცენტრის პროტოკოლური საქმიანობის უზრუნველყოფა;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ე) ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო დაწესებულებებთან, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დაწესებულებისთვის განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის:

ზ.ა) ცენტრის ხელმძღვანელობისა და სხვა თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ზ.ბ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ცენტრის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) პროექტების მომზადება;

ზ.გ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი პოზიციის მომზადება;

ზ.დ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით იმ საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, რომლებიც ამ დებულების მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის შიდა კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება;

ზ.ე) სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ცენტრის საუწყებო არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

კ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ლ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

მ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის:

ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ი“–„მ“ ქცეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ი“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 9. ეკონომიკური დეპარტამენტი

1. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ცენტრის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა და ცენტრის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა.

2. ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრში საბუღალტრო აღრიცხვის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

ბ) ცენტრის ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების კანონმდებლობით დადგენილი ფორმით მომზადება;

გ) ცენტრის კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;

დ) ცენტრში ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება;

ე) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით ფინანსური ანალიზის წარმოება;

ვ) თანამშრომლებთან და მომწოდებლებთან დროული ფინანსური ანგარიშსწორება;

ზ) ცენტრის წლიური ბიუჯეტის და მასში ცვლილებების პროექტის მომზადება და სამინისტროსთვის შესათანხმებლად წარდგენის მიზნით ცენტრის თავმჯდომარისთვის მისი წარდგენა;

თ) ცენტრის საქმიანობის ხარჯების ეფექტიანობის ანალიზი და წინადადებების მომზადება ცენტრის თავმჯდომარისთვის წარსადგენად;

ი) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

კ) სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების პირობების მომზადება შესაბამის დეპარტამენტებთან და სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად;

ლ) მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, ხელშეკრულების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება, მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

მ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ნ) ცენტრის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების წარმოება; მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება;

ო) ცენტრის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

პ) ცენტრის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ჟ) ცენტრის შესაბამისი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საამისოდ საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა;

რ) ცენტრის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

ს) ცენტრის სასაწყობო მეურნეობის მართვა; აუცილებელ მინიმალურ ნაშთებზე ცენტრის თავმჯდომარისთვის ინიციატივების წარდგენა და ნაშთების კონტროლი;

ტ) ცენტრის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება;

უ) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა;

ფ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ქ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ღ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ყ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.

3. ეკონომიკური დეპარტამენტის:

ა) საფინანსო სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ნ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ფ“–„ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას;

ბ) ლოჯისტიკის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“–„უ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ფ“–„ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 10. შიდა კონტროლის სამსახური

1. შიდა კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ცენტრის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმების/მონიტორინგის, ცენტრის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა.

2. შიდა კონტროლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ცენტრის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი;

ბ) ცენტრის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;

გ) ცენტრის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან/და მისი არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების უფლებამოსილების ფარგლებში ჩატარება, დასკვნის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

დ) ცენტრის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი საჭიროების არსებობისას ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ვ) ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და ცენტრში შემოსული კორესპონდენციის შესრულების ვადების კონტროლი;

ზ) სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ი) სამსახურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

კ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ლ) ცენტრის თავმჯდომარის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

3. შიდა კონტროლის სამსახური უშუალოდ ექვემდებარება ცენტრის თავმჯდომარეს.

მუხლი 11. სამედიცინო სამსახური

1. სამედიცინო სამსახურის ამოცანაა სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის ადეკვატური სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა.

2. სამედიცინო სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის ადეკვატური სამედიცინო სერვისებით, მათ შორის, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო რეფერალით, უზრუნველყოფა;

ბ) სახლში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დანერგვის ხელშეწყობა;

გ) სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენა;

დ) სახლში სამედიცინო და ფარმაცევტული ინფრასტრუქტურისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე) სახლში არასათანადო სამედიცინო დახმარების, აგრეთვე მედიკამენტების არარაციონალური ან არამიზნობრივი გამოყენების, გამოვლენა/განხილვა და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

ზ) ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად, სახლში განსახორციელებელი სამედიცინო ხასიათის სტრატეგიული დოკუმენტების/პროექტების შემუშავება და განხორციელება;

თ) სახლში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში სამედიცინო სტატისტიკის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ლ) სამსახურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

მ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ნ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.

მუხლი 12. სახლი

1. სახლის ამოცანებია: სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის კეთილდღეობის, რეაბილიტაციის, ზრუნვისა და მხარდაჭერის, შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულებისა და საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, აგრეთვე უსაფრთხო, ოჯახთან მიახლოებული გარემოს უზრუნველყოფა.

2. სახლის ფუნქციებია:

ა) სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;

ბ) სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის ოჯახთან მიახლოებული, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებულია არასრულწლოვანთა შორის, აგრეთვე სახლის თანამშრომლებისადმი კეთილგანწყობასა და ბავშვის უფლებების პატივისცემაზე; სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის ოჯახთან/კანონიერ წარმომადგენელთან/წარმომადგენელთან კომუნიკაციისა და მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების ხელშეწყობა;

გ) ცენტრის სამედიცინო სამსახურთან კოორდინაციით სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის, აგრეთვე უსაფრთხო და სათანადო კვებით უზრუნველყოფა;

დ) ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტთან კოორდინაციით სახლში გადამისამართებული არასრულწლოვანის:

დ.ა) ზოგადი და არაფორმალური განათლების პროცესის ხელშეწყობა;

დ.ბ) სოციალური და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მისი განვითარების პროცესზე ზრუნვის ხელშეწყობა, მათ შორის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებით;

დ.გ) ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვასა და სერვისებში/პროგრამებში მისი მონაწილეობის მონიტორინგი;

ე) კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების ინიციირება, განხორციელება და მხარდაჭერა, მისი საჭიროებების შესაბამისად; რესოციალიზაციის მიზნებისთვის არასრულწლოვანის მიერ სახლის დროებით დატოვების შემთხვევაში ვიზიტის ადგილის მომზადება და არასრულწლოვანის სახლის გარეთ ყოფნის ზედამხედველობა;

ვ) სახლში არასრულწლოვანთა, ცენტრის თანამშრომელთა და ვიზიტორთა, აგრეთვე სახლის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ი) სახლის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

კ) სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებით, სახლის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ლ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.

თავი V

ცენტრის პერსონალი

მუხლი 13. ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. ცენტრის პირველად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის (სამსახურის) უფროსი/სახლის დირექტორი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს ცენტრის თავმჯდომარე. სახლის დირექტორი სამსახურში მიიღება და თავისუფლდება მინისტრთან შეთანხმებით.

2. ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულებაზე;

ბ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს შესაბამის კორესპონდენციას; ვიზირებას უკეთებს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს/დავალებებს;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისების შესახებ წინადადებას წარუდგენს ცენტრის თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) შეიმუშავებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობისა და განვითარების შესახებ წინადადებებს;

ი) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს;

ლ) ასრულებს ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებებსა და მითითებებს.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა:

ა) სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი:

ა.ა) ცენტრის თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს პროფესიული ზედამხედველობის პერიოდულ ანგარიშებს/წინადადებებს/ინიციატივებს ცენტრში არსებულ გამოწვევებთან და ზოგად მდგომარეობასთან დაკავშირებით;

ა.ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის თანამშრომლებს შორის კოორდინაციას;

ბ) სახლის დირექტორი:

ბ.ა) უფლებამოსილია არასრულწლოვანს, მისი ქცევისა და მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მისცეს უფლება, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით დატოვოს სახლი;

ბ.ბ) აკონტროლებს სახლის თანამშრომლების მიერ სახლის დებულებით გათვალისწინებული ვალებულებების სათანადოდ შესრულებას;

ბ.გ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ბ.დ) ახორციელებს სახლის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 14. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1. ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შიდა კონტროლის სამსახურის უფროსებს, აგრეთვე სახლის დირექტორს ჰყავთ მოადგილე, რომლებთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს ცენტრის თავმჯდომარე.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს/დავალებებს;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში ვიზირებას უკეთებს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებსა და კორესპონდენციას;

ვ) ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ზ) ასრულებს ცენტრის თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებსა და მითითებებს.

მუხლი 15. ცენტრის სამმართველოს უფროსი

1. ცენტრის ადმინისტრაციული და ეკონომიკური დეპარტამენტების სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულებაზე;

ბ) სამმართველოს თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს/დავალებებს;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

ე) იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოს უფლებამოსილების მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში ვიზირებას უკეთებს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებსა და კორესპონდენციას;

ზ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

თ) ასრულებს ცენტრის თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებსა და მითითებებს.

მუხლი 16. ცენტრის თანამშრომლები

1. გარდა ცენტრის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეებისა, აგრეთვე, ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა/მისი მოადგილისა, ცენტრში დასაქმებულ სხვა პირთა ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით.

2. ცენტრის ზოგიერთი თანამშრომელი შესაძლებელია უშუალოდ ექვემდებარებოდეს ცენტრის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებული იყოს მის წინაშე. ცენტრის თავმჯდომარისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული პირის ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და შრომითი ხელშეკრულებით.

3. ცენტრში დასაქმებული ყველა პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, ცენტრის შინაგანაწესი და არასრულწლოვანთან ურთიერთობის სტანდარტები.

თავი VI

ცენტრის ქონება, ფინანსები და სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 17. ცენტრის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.

2. ცენტრის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსებისა და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 18. ცენტრის ფინანსები

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3. ცენტრი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.

მუხლი 19. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს ცენტრისგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

4. ცენტრმა, სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აგრეთვე აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. სამინისტროს მიერ ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

7. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია, საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს ცენტრის ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

მუხლი 20. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.