⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2018)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2007
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 17/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,925 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2007 მიღება
01.03.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №56 2007 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე. 5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) ბანკში და და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 7. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს და საქმიანობის წესს. 8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.     მუხლი 2🔗. სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის საგანი და მიზნები 1. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია – იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები); სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობების გაცემა; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების გაუმჯობესება.     მუხლი 3🔗. სააგენტოს დირექტორი, მისი უფლება-მოვალეობები 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. სააგენტოს დირექტორი: ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის საქმიანობას ეხება; ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორ წარმათვაზე; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სააგენტოს ყველა მოსამსახურისათვის; დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს; ვ) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; თ) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის გათვალისწინებული; ი) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას; კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ლ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს; მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, მათი უფლება-მოვალეობები 1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. 2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. 3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. სააგენტოს მოსამსახურეები 1. სააგენტოს მოსამსახურე არის პოლიციელი და მასზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის მოთხოვნა, შეღავათი და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის. 2. სააგენტოში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება სამუშაოდ მიღებულ იქნენ საქართველოს მოქალაქეები კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტო უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე შესაბამისად ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის წესი 1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 2. სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დამატებით შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.     მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) თბილისის სამმართველო: ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება; ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ქვეგანყოფილება; ა.გ) საგამოცდო განყოფილება; ა.დ) საცნობარო განყოფილება. ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო: ბ.ა) ქ. რუსთავის განყოფილება; ბ.ბ) ქ. თელავის განყოფილება; ბ.გ) ქ. გორის განყოფილება; ბ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება; გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო: გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება; გ.ბ) ქ. ფოთის განყოფილება; გ.გ) ქ. ზუგდიდის განყოფილება; გ.დ) ქ. ბათუმის განყოფილება; დ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო: დ.ა) I განყოფილება; დ.ბ) II განყოფილება; დ.გ) III განყოფილება; დ.დ) პროგრამული უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება. ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო: ე.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშების განყოფილება; ე.ბ) შესყიდვებისა და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება; ე.ბ.ა) შესყიდვების ქვეგანყოფილება; ე.ბ.ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება(მომარაგება,საწყობი, კომენდატურა); ე.გ) სანომრე ნიშნების ქვეგანყოფილება; ე.დ) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება; ე.ე) კადრების განყოფილება; ვ) კანცელარია.     მუხლი 8🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტეცია 1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო განყოფილება: ა.ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების (სანომრე ნიშანის, სატრანზიტო და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის, ტექნიკური ტალონის, TEST-ი) გაცემას, შეცვლას და დაკარგული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენას; ა.ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას; ა.გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის ან დატვირთვის რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციის გაუქმება; ბ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ქვეგანყოფილება – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; გ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება: გ.ა) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებას და მძღოლის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებლად საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას; გ.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ სატრანსპორტო საშუალების ეროვნულ და საერთაშორისო მართვის(მძღოლის) მოწმობებს; დ) თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილება ახორციელებს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას. 2. აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო და დასავლეთ საქართველოს სამმართველო თავის განყობილებებთან ერთად რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ: ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების (სანომრე ნიშანის, სატრანზიტო და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის, ტექნიკური ტალონის, TEST-ი) გაცემას, შეცვლას და დაკარგული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენას; ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას; გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის ან დატვირთვის რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციის გაუქმება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ე) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებას და მძღოლის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებლად საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას; ვ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღდგენს დაკარგულ სატრანსპორტო საშუალების ეროვნულ და საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს; ზ) იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას. 3. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო გაცნობისა და შეფასების მიზნით ამოწმებს სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; უზრუნველყოფს სააგენტოს ადგილობრივ (რეგიონალურ) სტრუქტურულ ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვ-ნების შესრულებაზე კონტროლს; ახორციელებს სააგენტოს ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოწმების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას; სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას; კვარტალში ერთხელ აჯამებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს სააგენტოს დირექტორს; სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს და უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას; საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში; კანონდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცეცხსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად; წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სახვა პირებთან; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს; განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას; კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) I განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) გაცნობისა და შეფასების მიზნით ამოწმებს სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს ადგილობრივ (რეგიონალურ) სტრუქტურულ ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; ა.გ) ახორციელებს სააგენტოს ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოწმების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას; ა.ვ) სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას; ა.ზ) კვარტალში ერთხელ აჯამებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს სააგენტოს უფროს; ა.თ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს; ა.ი) პრაქტიკულ დახმარებას უწევს სააგენტოს სტრუქტურულ ერთელებს; ბ) II განყოფილება ახორციელებს: ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში; ბ.ბ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; გ) III განყოფილება უზრუნველყოფს: გ.ა) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას; გ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად; გ.გ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სხვა პირებთან; გ.დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს; გ.ე) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას; დ) პროგრამული უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება – სააგენტოს კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. 4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, განყოფილებებთან და ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას: ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება: ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე); ა.ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას; სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელებას, მის მატერიალურ- ტექნიკურ უზრუნველყოფას; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების განხორციელებას; ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას; ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალ შესყიდვებისა და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება: ბ.ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას; ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე; ბ.გ.) სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს კონკურსებისა და ტენდერების ჩატარებას; ბ.დ) უზრუნველყოფს შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ბ.ე) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივსაშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას; ბ.ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სალარო ოპერაციების წარმოებას, პირველადი დოკუმენტების შედგენას, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას; ბ.ზ) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის საბუღალტრო აღრიცხვას და დირექტორთან შეთანხმებით სათანადო ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში პერიოდულად წარდგენას;  ბ.თ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) შეძენას, მომარაგებას და დადგენილი წესით გაცემას; ბ.ი) უზრუნველყოფს მექანიკური სატრანსპორტო საშულებების სანომრე ნიშნების დამზადებას; ბ.კ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს; ბ.ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს საკუთრებაში არსებული მატერიალური ფასეულობებისა და სპეცმასალის მიღებას, შენახვასა და დადგენილი წესით გაცემას; ბ.მ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას; ბ.ნ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას; ბ.ო) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობისა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით; ბ.პ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას; გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს: გ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას; გ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და სპეციალური შემოწმების გახორციელებას; გ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; გ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას; გ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას; გ.ვ)    სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას; გ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას; გ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით; გ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას; გ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას; 5. კანცელარიის უფლება-მოვალეობები: ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში; ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას; გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას; დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 9🔗. ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. სააგენტოს დაფინანსების წყაროები 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 11🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედება-თა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 12🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 14🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.     მუხლი 15🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 16🔗. დასკვნითი დებულება დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.