⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.01.2026)

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“

მიღების თარიღი 28.11.2007
ძალის დაკარგვა 21.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.903
გამოქვეყნების წყარო სსმ, 170, 30/11/2007
matsne.gov.ge 479 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2007 მიღება
21.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №262 2007 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე: 1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაცია, გამოეყოს ქუთაისის ფილია­ლი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სა­მუსიკო კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლე ქუთაისის ფილიალის ნა­წილში. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო სახედ – კო­ლეჯი. 4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისათვის შესაბამისი ქო­ნების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე. 5. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სა­ქარ­თველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგ­ნებათა ფარგლებში. 6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კუ­ლ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარ­დგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუ­თა­ისის სამუსიკო კოლეჯის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუ­თაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი. 7. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცება. 8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე