„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.009.812
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის 63 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №81, მუხ. 725) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-7 მუხლს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;“.
2. მე-8 მუხლს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;“.
3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საგამოძიებო სამმართველო.“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 203 მუხლი:
„მუხლი 203
1. საგამოძიებო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3771, 3772, 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3771, 3772, 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საგამოძიებო სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრთან.
3. საგამოძიებო სამმართველოში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 17.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 100.110.000.22.027.009.812.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ, №16, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.009.812 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68566/