საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №11 |
|
2026 წლის 4 მაისი ქ. თბილისი |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდში (შემდგომში – საპენსიო ფონდი) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – ნუსხა).
2. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე).
3. საპენსიო ფონდის ვებგვერდის მისამართია: www.pensions.ge
4. საპენსიო ფონდის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოდ ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
1. საპენსიო ფონდის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება ,,საჯარო ინფორმაციის გვერდი“, რომელზეც განთავსდება ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში ვებგვერდზე თემატურად განათავსოს საჯარო ინფორმაცია და დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
2. ინფორმაციის მოწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული საჯარო ინფორმაციის დაინტერესებული პირისათვის გაცემას უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო ინფორმაციის საპენსიო ფონდის ვებგვერდზე დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი (საჭიროების შემთხვევაში განთავსება შეიძლება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა).
3. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მათ შორის, ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.
4. საპენსიო ფონდის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოა, ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
1. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს პროქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას.
2. საპენსიო ფონდის ვებგვერდიდან შესაძლებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა.
1. დაინტერესებულ პირს შეუძლია საპენსიო ფონდისგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი განცხადების ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე publicinfo@pensions.ge გაგზავნის გზით ან/და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge მეშვეობით.
2. ფონდში შემოსული მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ექვემდებარება რეგისტრაციას ფონდში მოქმედი საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს.
4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და მომზადების შემდეგ გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში, უზრუნველყოს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიწოდება ან წერილობით აცნობოს მას ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ.
5. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge მეშვეობით (ან დაინტერესებული პირის თხოვნით ან მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერით).
ეს წესი ძალაში შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის“ დებულების შესაბამისად, საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ძალაში შესვლის თარიღიდან.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.05.2026. მიმღები ორგანო — სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 280060000.73.085.016044.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 04.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 280060000.73.085.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6856907/