„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.009.814
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 17/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.814

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №15

2007 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის 63 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:

,,ო) საგამოძიებო სამსახური.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

,,მუხლი 181. საგამოძიებო სამსახური

1. საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწე-სებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საგამოძიებო სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრთან.

3. საგამოძიებო სამსახურში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.01.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 17.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.027.009.814.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №15, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.814 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68578/