სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №010 |
|
2026 წლის 4 მაისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
1. თანდართული სახით დამტკიცდეს:
ა) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1); ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვის წესი (დანართი №2); გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4); ე) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №5). 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დამტკიცდეს შემდეგი დამცავი ნიშნებით: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში; ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე; გ) წყლის ნიშანი (საქართველოს სახელმწიფო გერბი); დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“. |
| მუხლი 2 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს:
ა) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე; ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები თავისი კომპეტენციის ფარგლებში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე; გ) ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტის თანამშრომლები თავისი კომპეტენციის ფარგლებში –„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებზე. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, ასევე ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი.
|
| მუხლი 4 |
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სამართალდამრღვევის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტის უფროსი.
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 15 მარტის №02612/21 ბრძანება; ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 18 მარტის №08 ბრძანება; გ) „სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანება. |
| მუხლი 6 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 მაისიდან. |
|