„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №182 |
|
2026 წლის 7 მაისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალური დახმარების მიზანმიმართულებისა და ეფექტიანობის გაზრდის, თანამედროვე გამოცდილების დანერგვის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“:
ა) მე-8 მუხლის:
ა.ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:
„51. ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება ოჯახის გარდაცვლილ წევრს, აგრეთვე ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ − „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი ან რომელიც ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს აღარ მიეკუთვნება.
52. ამ მუხლის 51 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ოჯახზეც, რომელიც სარგებლობს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებით განსაზღვრული საშეღავათო პირობებით.“;
ა.ბ) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 72 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი არ ვრცელდება იმ ოჯახზე, რომელიც სარგებლობს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებით განსაზღვრული საშეღავათო პირობებით.“;
ა.დ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72. თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.“;
ბ) 121 მუხლის:
ბ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. 2026 წლის განმავლობაში სააგენტომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების (მათ შორის, იმ ოჯახების, რომლებზეც გავრცელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული ადმინისტრირების ნორმები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად, პრიორიტეტულად − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საფუძვლებით.“;
ბ.გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|