„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№108/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016990
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №108/04

2026 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:


მუხლი 1

„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) დამტკიცებულ ი წეს ის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 20%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(20%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.

4. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 15%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(15%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.“.

 

მუხლი 2

2026 წლის 19 მაისიდან დასაცავი მინიმალური რეზერვების გაანგარიშება ბანკებმა განახორციელონ ამ ბრძანების თანახმად და შესაბამისი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა განახორციელონ 2026 წლის 18 ივნისიდან.

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2026.
როდის იქნა მიღებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №108/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.18.011.016990.
რამდენი მუხლისგან შედგება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №108/04, 11.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016990 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6859956/