ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018847
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №68/ნ  

2026 წლის 19 მაისი

ქ.თბილისი

 

ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:

ა) ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ ქუთაისის №6 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო  პირის, გალაკტიონ ტაბიძის სახელი;

ბ) ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ ტყიბულის №4 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის, ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელი;

გ) ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სსიპ – სოფელ ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, ქართული ენის, მეცნიერებისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, ზვიად გამსახურდიას სახელი;

დ) ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ ახმეტის მუნიციპალიტეტის სსიპ – სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, რაფიელ ერისთავის სახელი.

მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:

ა) ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

5

 გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №6 საჯარო სკოლა

ჩანჩიბაძის №12

დაწ-საბ-საშ

“;

ბ) ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

3

 ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელობის ქალაქ ტყიბულის №4 საჯარო სკოლა

გორგიძის №10

დაწ-საბ-საშ

“;

გ) ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

5

მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის №6 საჯარო სკოლა

ქუთაისის №19

დაწ-საბ-საშ

“;

დ) ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის 48-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

48

ზვიად გამსახურდიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯიხაშკარი, მერაბ კოსტავას ქუჩა №17

დაწ-საბ-საშ

“;

ე) ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-9 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

9

რაფიელ ერისთავის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლა

სოფელი ქისტაური

დაწ-საბ-საშ

“.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2026.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 19.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №68/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.018847.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №68/ნ, 19.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018847 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6859986/