„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №183 |
|
2026 წლის 7 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი.“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 218 მუხლი
„მუხლი 218. კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების დარგში.“.
|