ქალაქ ხაშურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ქსელური გავრცელების არეალში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისა და მასზე დაკავშირებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №41 |
|
2026 წლის 7 მაისი ხაშური |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ა) ვაჟა-ფშაველას I, II და III ჩიხები – დარჩეს უცვლელად არსებული მონაცემებისა და აღწერილობის შესაბამისად;
ბ) ვაჟა-ფშაველას IV ჩიხი – დაკორექტირდა დღეის არსებული მოხაზულობით. ჩიხი ფიქსირდებოდა ქუჩის ორ ადგილზე წარმოდგენილი ინიციატივის შესაბამისად. IV ჩიხი წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასავლეთის განშტოებას, ვრცელდება გრიშაშვილის ქუჩისკენ, იყოფა 2 განშტოებად, რომელთა დასასრულის კოორდინატებია: 384826.2494-4651484.412 და 384836.9259-4651540.3914. GPS კოორდინატები: I – X-384899.4483 Y– 4651509.2405, II – X-384826.2494 Y– 4651484.412 (პირველი განშტოების დასასრულის კოორდინატები), III – X – 384836.9259 Y–4651540.3914 (მეორე განშტოების დასასრულის კოორდინატები);
გ) ვაჟა-ფშაველას ქუჩა – წარმოდგენილი ინიციატივით დაკორექტირდა მოხაზულობა. ქუჩამ მთლიანად მოიცვა ყოფილი იური გაგარინის XII ჩიხი, ქუჩა იწყება ოსიაურის ქუჩიდან, ვრცელდება ჩრდილოეთის მიმართულებით, კვეთს ოქტომბრის ქუჩას და ვრცელდება მე-8 ქუჩამდე. GPS კოორდინატები: I – X- 384911.2357 Y– 4650849.4816, II – X – 384883.993 Y– 4651761.8048;
დ) მე-6 ქუჩა – ვაჟა-ფშაველას IV ჩიხის შემდეგ ვაჟა-ფშაველას ქუჩის I განშტოება, ყოფილი ვაჟა-ფშაველას IV ჩიხის მონაკვეთი, წარმოდგენილი ინიციატივით მე-6 ქუჩა ვრცელდება აღმოსავლეთით, ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვართან უხვევს ჩრდილოეთით და უერთდება მე-7 ქუჩას. GPS კოორდინატები: I – X- 384895.3405 Y– 4651571.3502, II – X– 385032.0918 Y– 4651804.6938;
ე) მე-7 ქუჩა – ყოფილი ვაჟა-ფშაველას V ჩიხისა და იური გაგარინის XII ჩიხის მონაკვეთი. წარმოდგენილი ინიციატივით მე-7 ქუჩა იწყება მე-6 ქუჩიდან და ვრცელდება ჩრდილოეთით იური გაგარინის ქუჩამდე. GPS კოორდინატები: I – X– 385086.1974 Y– 4651641.3349, II – X– 384950.8647 Y– 4651952.1134;
ვ) მე-7 ქუჩის I შესახვევი – ყოფილი ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთი წარმოდგენილი ინიციატივით - მე-7 ქუჩის განშტოება, ვრცელდება დასავლეთით და უერთდება მე-6 ქუჩას. GPS კოორდინატები: I – X- 385059.1898 Y– 4651717.0543, II – X– 384930.8645 Y– 4651584.8502;
ზ) მე-7 ქუჩის II შესახვევი – ყოფილი ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთი, წარმოდგენილი ინიციატივით - მე-7 ქუჩის II განშტოება, ვრცელდება დასავლეთით და უერთდება მე-8 ქუჩის I შესახვევს. GPS კოორდინატები: I – X – 385041.9257 Y– 4651769.1974, II – X-384948.384 Y– 4651736.5116;
თ) მე-8 ქუჩა – ყოფილი იური გაგარინის XII ჩიხის მონაკვეთი, წარმოდგენილი ინიციატივით მე-8 ქუჩა იწყება იური გაგარინის ქუჩიდან, ვრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით და უერთდება მე-7 ქუჩას. GPS კოორდინატები: I – X- 384794.0519 Y– 4651784.6995, II – X– 385011.2791 Y– 4651844.6935.
ი) მე-8 ქუჩის I შესახვევი – ყოფილი ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთი, წარმოდგენილი ინიციატივით იწყება მე-8 ქუჩიდან, ვრცელდება სამხრეთის მიმართულებით და უერთდება მე-7 ქუჩის I შესახვევს. GPS კოორდინატები: I – X – 384938.468 Y– 4651795.0482, II – X – 384949.4264 Y– 4651677.9805.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი