„ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №186 |
|
2026 წლის 8 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2016, 340120000.10.003.019328) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის“:
1. მე-8 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. იმპორტზე თანხმობის გაცემისას, ამ დადგენილებისა და როტერდამის კონვენციის დებულებებს ან/და დანართებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება როტერდამის კონვენციის დებულებები ან/და დანართები.“. 2. მე-16 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ექსპორტის შეტყობინების გადაცემისას, ამ დადგენილებისა და როტერდამის კონვენციის დებულებებს ან/და დანართებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება როტერდამის კონვენციის დებულებები ან/და დანართები.“. 3. მე-18 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. „საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომელთა წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სტოკჰოლმის კონვენციის თანახმად“ − დანართ №2-ით გათვალისწინებული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების ექსპორტი, იმპორტი, წარმოება, გამოყენება არ უნდა განხორციელდეს.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენების, იმპორტის და ექსპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდვას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხის“ (დანართი №1) ნაწილი I-ის „ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურა როტერდამის კონვენციის ფარგლებში“ გათვალისწინებული ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების წარმოება არ უნდა განხორციელდეს.“. 4. „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენების, იმპორტის და ექსპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდვას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხის“ (დანართი №1), „ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურა როტერდამის კონვენციის ფარგლებში“ − ნაწილი I-ის: ა) მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) 24-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) 50-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) 53-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე − 62-ე გრაფები:
5. „საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხას, რომელთა წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სტოკჰოლმის კონვენციის თანახმად“ დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე − 36-ე გრაფები:
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №186. სარეგისტრაციო კოდი — 340120000.10.003.025735.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №186, 08.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 340120000.10.003.025735 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6860963/