„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9362
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016801
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №9362

2026 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„შემოსავლების  სამსახურის  დავების  განხილვის  საბჭოს  შექმნის, მისი  საქმიანობის  წესის, ასევე  საგადასახადო  მონიტორინგის  დეპარტამენტში  მედიაციის  წესის  დამტკიცების  შესახებ“ შემოსავლების  სამსახურის  უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი № 1

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები

 

1. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, ამ ბრძანების დანართი №2-ის პირველი მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

მიხეილ მაღლაკელიძე

შემოსავლების სამსახურის უფროსი

(საბჭოს თავმჯდომარე)

 ლევან წითელაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

(საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

 ირაკლი ბოლქვაძე

დავების დეპარტამენტის უფროსი

 ლევან დგებუაძე

მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

 მერაბ გამყრელიძე

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

 მერაბ წირქვაძე

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დიმიტრი ამისულაშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 ზაალ ტყეშელაშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

 მერაბ არახამია

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 ზაზა თაბაგარი

ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

 

2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, ამ ბრძანების დანართი №2-ის პირველი მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

მიხეილ მაღლაკელიძე

შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე)

ირაკლი ბოლქვაძე

დავების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

მერაბ წირქვაძე

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დიმიტრი ამისულაშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

თეა მელუა

იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

მანუჩარ ბაბუხადია

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების №3 სამმართველოს უფროსი

             

3. მოწვეული სპეციალისტები:

ბექა ყაველაშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

პაატა ბუხნიკაშვილი

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი

ირაკლი ლაშხია

ვალის მართვის დეპარტამენტის ვალის მართვის №1 სამმართველოს უფროსის მოადგილე

თამარ მურაჩაშვილი

საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე

ირინე სალუქვაძე

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ზურაბ ბიწაძე

მეთოდოლოგიის დეპარტამენტის აუდიტის და დავების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე

   “;    

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №7 („გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ განცხადება) ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                    მ. მაღლაკელიძე