„ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №193 |
|
2026 წლის 11 მაისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.ზოგადი დებულებები
„ტექნიკური რეგლამენტი − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს შინაური ბინადარი ცხოველების (შემდგომში − ცხოველი) სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებსა და ვადებს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომში − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას.“;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ცხოველის მეპატრონემ სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე უნდა მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, მონაცემთა ერთიან ბაზაში საგამოფენო ცხოველად რეგისტრაციის მიზნით.
8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან ორი წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია, საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.“;
გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. ძუ ცხოველის შეჯვარება შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ.“.
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ვეტერინარული დაწესებულების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაცემულ იქნა შესაბამისი თანხმობა სააგენტოს მიერ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №193. სარეგისტრაციო კოდი — 410010020.10.003.025742.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №193, 11.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.025742 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6861634/