„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №16/ნ |
|
2026 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი |
„მუხლი 5
1. დაწესებულებაში პირის შემოწმებისას ხდება მისი კლინიკურ-შრომითი ანამნეზის შეკრება, გასინჯვა, ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტების შესწავლა-გაანალიზება. საჭიროებისას, დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით, პირი იგზავნება შესაბამის დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევისათვის ან გამოთხოვილ იქნება საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა.
2. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება დაწესებულებაში, შემოწმება ხდება სტაციონარში ან მის საცხოვრებელ სადგომში.
3. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
4. შესაბამისი წლის „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის განმეორებით შემოწმებაზე უფლებამოსილ დაწესებულებას უფლება აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა განახორციელოს დისტანციურად, ამ მუხლით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რომლებიც იძლევა ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის ვიზუალურად აღქმის შესაძლებლობას სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი სამედიცინო და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე (უცხო ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული, აგრეთვე, საქართველოში ბოლოს ჩატარებულ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ექიმი-სპეციალისტი მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარების პროცესში.
6. თუ ექიმ-სპეციალისტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლებელია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის წინაპირობების არსებობის უტყუარად დადგენა, დაწესებულება ვალდებულია უარი განაცხადოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის განხორციელებაზე ან შეწყვიტოს ექსპერტიზის პროცესი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №16/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017210.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №16/ნ, 04.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017210 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6862095/