საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №66 |
|
2026 წლის 14 მაისი ქ. თბილისი |
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ნიმუშის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
66-1.docx ⬇
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
პლანშეტი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) ემბლემა − მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზემოდან ქვემოთ მიმართული ოქროსფერი ხმალი და დეპარტამენტის სტილიზებული სიმბოლო − ცენტრში განთავსებულ ფარზე გამოსახულია ლომის ფიგურა, – მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლის კანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
პლანშეტი №2
დეპარტამენტის დროშა
დროშის ველი ვერტიკალურად არის გაყოფილი, პირველი და მესამე ნაწილი ლურჯი (ლაჟვარდის) ფერის. დროშის ველის შუა ნაწილი თეთრი (ვერცხლის) ფერის, რომლის ცენტრში გამოსახულია დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. დროშის პროპორცია არის 2/3.
პლანშეტი №3
დეპარტამენტის პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველოს სამკერდე ემბლემა
სამკერდე ემბლემა – ოქროსფერი, ცენტრში გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზემოდან ქვემოთ მიმართული ოქროსფერი ხმალი და დეპარტამენტის სტილიზებული სიმბოლო, ფარის ზემოდან – წარწერა „შსს“, ხოლო ფარის ქვემოთ წარწერა – „პირადი დაცვა“.
პლანშეტი №4
დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის და დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეთა სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმა (მამაკაცი)
მამაკაცის პიჯაკი − მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი სამხრეებით; წელში გამოყვანილი სილუეტის. მარცხენა მკლავზე განთავსებულია დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მკლავზე საქართველოს სახელმწიფო დროშა, სამხრეებზე წოდების აღმნიშვნელები, გადაფენილ საყელოზე ორივე მხარეს განთავსებულია მეტალის დეტალი, პიჯაკზე გამოყენებულია მეტალის ღილები, რომლებზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.
მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი სამხრეებით, გრძელი მკლავით, მარცხენა მკლავზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი სამხრეებით, მოკლე მკლავით. მარცხენა მკლავზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მამაკაცის შარვალი – მუქი ლურჯი ფერის; კლასიკური სტილის.
მამაკაცის ქუდი – მუქი ლურჯი ფერის, ტყავის წინაფრით, გაფორმებული ოქროსფერი კანტებით და წნულით; წნული დამაგრებულია ოქროსფერი მეტალის ღილით, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; ქუდის ცენტრში დამაგრებულია მეტალის კოკარდა.
მამაკაცის ჰალსტუხი − მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური სტილის
პლანშეტი №5
დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის და დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეთა სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმა (ქალი)
ქალის პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის სამხრეებით; წელში გამოყვანილი სილუეტის, მარცხენა მკლავზე განთავსებულია დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მკლავზე საქართველოს სახელმწიფო დროშა, სამხრეებზე წოდების აღმნიშვნელები, გადაფენილ საყელოზე ორივე მხარეს განთავსებულია მეტალის დეტალი, პიჯაკზე გამოყენებულია მეტალის ღილები, რომლებზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.
ქალის ქვედაბოლო – მუქი ლურჯი ფერის, მუხლამდე სიგრძის, ბოლოში ჩავიწროვებული სილუეტის.
ქალის შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური სტილის.
ქალის ჰალსტუხი – მუქი ლურჯი ფერის კლასიკური სტილის.
ქალის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი სამხრეებით, გრძელი მკლავით; მარცხენა მკლავზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ქალის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი სამხრეებით, მოკლე მკლავით; მარცხენა მკლავზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ქალის ქუდი – მუქი ლურჯი ფერის, პილოტური სტილის; გაფორმებულია ოქროსფერი კანტით; ქუდის ცენტრში განთავსებულია მეტალის კოკარდა.
პლანშეტი №6
დეპარტამენტის მოსამსახურეების ყოველდღიური (ზაფხულის/ზამთრის) ფორმა
მაისური − მოკლემკლავიანი ლურჯი ფერის უკანა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
პოლო მაისური − ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური ღილებით, მარცხენა მკლავზე დატანილია დეპარტამენტის ემბლემა, წინამარცხენა მხარეს აღინიშნება სახელი და გვარი და წოდების აღმნიშვნელი, უკანა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერა „შსს“.
პოლო მაისური − ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი მაისური, მარცხენა მკლავზე დატანილია დეპარტამენტის ემბლემა, წინამარცხენა მხარეს აღინიშნება სახელი და გვარი და წოდების აღმნიშვნელი, უკანა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერა „შსს“.
ქურთუკი − საგაზაფხულო თხელი/ზამთრის დათბილული ლურჯი ფერის ქურთუკი, მარცხენა მკლავზე დატანილია დეპარტამენტის ემბლემა, წინა მარცხენა მხარეს აღინიშნება სახელი და გვარი და წოდების აღმნიშვნელი, უკანა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერა „შსს“.
შარვალი − ლურჯი ფერის სწორი სილუეტის შარვალი ჯიბეებით.
კეპი − ლურჯი ფერის კეპი, წინა შუა ნაწილში დატანილია დეპარტამენტის ემბლემა, უკან შესაკრავზე გამოსახულია წარწერა „შსს“.
პლანშეტი №7
დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ატრიბუტიკა
ემბლემა ქუდის ემბლემა (კოკარდა) სამკერდე ემბლემა
გადაფენილი საყელოს მეტალის დეტალი მეტალის ღილი
საქართველოს სახელმწიფო დროშა
ქუდის კოკარდა მეტალის (მამაკაცი) ქუდის კოკარდა მეტალის (ქალი)
გვარის აღმნიშვნელი − სამკერდე ინსიგნია ოქროსფერი ლითონის მასალისგან დამზადებული, „გვარი“ (ქართულად ნაბეჭდი).
ქამარი − შავი, მასალა ნატურალური ტყავი, ვერცხლისფერი შესაკრავით.
სამხრე
სამხრე − მუქი ლურჯი ფერის, ტრაპეციის ფორმის; წოდების აღმნიშვნელი დეტალები შესრულებულია ოქროსფერი მეტალის მასალით.
პლანშეტი №8
დეპარტამენტის მოსამსახურეთა საველე-ოპერატიული ფორმა
საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ხალათი აკეცილი ან ჩამოშვებული მკლავებით, ხალათი ჩატანებული ან ამოტანებული სახით, შარვალი და კეპი, დაფერვა კომუფლირებული (ლურჯი ციფრული); შავი ბერეტი; შავი ფერის მაისური; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი; ამავე დანართის №7 და №9 პლანშეტებით დამტკიცებული ატრიბუტიკა; წოდების აღმნიშვნელი.
საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – პოლომაისური ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი, ღილებით, მარცხენა მკლავზე დატანილია დეპარტამენტის ემბლემა, წინა მარცხენა მხარეს აღინიშნება სახელი და გვარი და წოდება, უკანა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერა „შსს“.
საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით), კომუფლირებული (ლურჯი ციფრული); ნაქსოვი ქუდი, ფერი – შავი, ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – შავი; შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; ფეხსაცმელი; ამავე დანართის №7 პლანშეტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დროშა და №9 პლანშეტით დამტკიცებული ატრიბუტიკა.
პლანშეტი №9
დეპარტამენტის მოსამსახურეთა საველე-ოპერატიული ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ატრიბუტიკა
დეპარტამენტის შევრონი: სამკლავე დანაკერი, რომელზეც გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზემოდან ქვემოთ მიმართული ხმალი და ლომი, ზემოთ – ქართული ასოებით „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ქვემოთ კი – „შსს“; შევრონი: სამკლავე დანაკერი, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; წარწერა სამკლავე – ლათინურ ენაზე „FACILITIES PROTECTION DEPARTMENT“; ქუდის კოკარდა, რომელზეც გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზემოდან ქვემოთ მიმართული ხმალი და ლომი, ზემოთ – ქართული ასოებით „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ქვემოთ კი – „შსს“; საქართველოს დროშა; დანაკერი სამკერდე წარწერა „საქართველო“; სამკერდე წარწერა ქართულ ენაზე: მოსამსახურის გვარი. საველე-ოპერატიული ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ატრიბუტიკა არის ნაცრისფერი.
პლანშეტი №10
დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის, საბრძოლო მომზადებისა და ოპერატიული მართვის მთავარი სამმართველოს და პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა საველე-ოპერატიული ფორმა
საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული) – დამცავი (კომუფლირებული – მულტიკამი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაისური – ფერი: კოიოტი ან მულტიკამი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი. საწვიმარი ლაბადა – მულტიკამი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (კომუფლირებული დაფერვით).
საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთარი) – დამცავი (კომუფლირებული – მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – მწვანე ან კოიოტი; ხელთათმანი – ნაქსოვი, ფერი – მწვანე ან კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (კომუფლირებული დაფერვით).
პლანშეტი №11
დეპარტამენტის ოფიციალური ცერემონიალების განყოფილების მოსამსახურეთა უნიფორმა (მამაკაცი)
სარიტუალო პიჯაკი − შავი ფერის პიჯაკი სამხრეებით, წითელი და ოქროსფერი კანტებით, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია ამ პლანშეტით დამტკიცებული სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა წინა მხარეს მაგრდება ოქროსფერი აქსელბანდი, სამხრეებზე განთავსებულია წოდების აღმნიშვნელები, წელზე მაგრდება ქამარი.
პერანგი − თეთრი ფერის პერანგი, გრძელი მკლავით.
შარვალი − კლასიკური სტილის, შავი ფერის შარვალი, წითელი ლამპასებით.
პულოვერი − შავი ფერის, სამკუთხედი გულით
შავი ლაკის ფეხსაცმელი
ქამარი − შავი და ოქროსფერი კანტებით, ტექნიკური შესაკრავით, გრავირებული ოქროსფერი ბალთით, რომელზეც გამოსახულია საქართველოს გერბი.
ქუდი − შავი ფერის, წინაფრიანი ქუდი, წითელი კანტებით, ოქროსფერი წნულით, ცენტრში გამოსახულია კოკარდა სამინისტროს ემბლემის გამოსახულებით, წნული დამაგრებულია ოქროსფერი მეტალის ღილკილოთი, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.
ხელთათმანი − თეთრი ფერის.
ქუდის კოკარდა წნულის ღილკილო
აქსელბანდი − ოქროსფერი წნული მეტალის სამაგრით.
სამკლავურის ემბლემა − შავი ფერის, ცენტრში გამოსახულია სამინისტროს ემბლემა, ემბლემის ზედა და ქვედა ნაწილში გამოსახულია ოქროსფერი წარწერა − „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
მამაკაცის მანტო − შავი ფერის, ნახევრად გამოყვანილი სილუეტის, გაფორმებული წითელი კანტებით; ოქროსფერი ღილებით, რომლებზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; სამხრეებით; მარჯვენა მკლავზე განთავსებულია სამკლავურის ემბლემა, მხრებზე განთავსებულია წოდების აღმნიშვნელები, წელზე მაგრდება ქამარი.
პლანშეტი №12
დეპარტამენტის ოფიციალური ცერემონიალების განყოფილების მომსახურეთა თეთრი უნიფორმა (მამაკაცი)
სარიტუალო პიჯაკი − თეთრი ფერის პიჯაკი სამხრეებით, შავი ფერის კანტებით, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია ამ პლანშეტით დამტკიცებული სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა წინა მხარეს მაგრდება ოქროსფერი აქსელბანდი, წელზე მაგრდება ქამარი.
ქამარი − შავი და ოქროსფერი კანტებით, ტექნიკური შესაკრავით, გრავირებული ოქროსფერი ბალთით, რომელზეც გამოსახულია საქართველოს გერბი.
სამკლავურის
ემბლემა − შავი ფერის, ცენტრში გამოსახულია სამინისტროს ემბლემა,
ემბლემის ზედა და ქვედა ნაწილში გამოსახულია ოქროსფერი წარწერა − „შინაგან
საქმეთა სამინისტრო“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი
ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
აქსელბანდი − ოქროსფერი წნული, მეტალის სამაგრით.
ღილი და ღილკილო − მეტალის, ოქროსფერი ღილი და ღილკილო, სამინისტროს ემბლემის გამოსახულებით.
შარვალი − კლასიკური სტილის, თეთრი ფერის, შავი ლამპასებით.
შარვალი − კლასიკური სტილის, შავი ფერის, ოქროსფერი ლამპასებით.
ქუდი − თეთრი ფერის, წინაფრიანი ქუდი, შავი კანტებით, ოქროსფერი წნულით, ცენტრში გამოსახულია ქუდის კოკარდა სამინისტროს ემბლემის გამოსახულებით, წნული დამაგრებულია ოქროსფერი მეტალის ღილკილოთი, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.
პლანშეტი №13
დეპარტამენტის ოფიციალური
ცერემონიალების განყოფილების მომსახურეთა თეთრი უნიფორმა (ქალი)
სარიტუალო პიჯაკი − თეთრი ფერის პიჯაკი სამხრეებით, შავი ფერის კანტებით, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია ამ პლანშეტით დამტკიცებული სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა წინა მხარეს მაგრდება ოქროსფერი აქსელბანდი, წელზე მაგრდება ქამარი.
ქამარი − შავი და ოქროსფერი კანტებით, ტექნიკური შესაკრავით, გრავირებული ოქროსფერი ბალთით, რომელზეც გამოსახულია საქართველოს გერბი.
აქსელბანდი − ოქროსფერი წნული, მეტალის სამაგრით.
სამკლავურის ემბლემა − შავი ფერის, ცენტრში გამოსახულია სამინისტროს ემბლემა, ემბლემის ზედა და ქვედა ნაწილში გამოსახულია ოქროსფერი წარწერა − „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
ქვედაბოლო − კლასიკური სტილის, შავი ფერის, ოქროსფერი ლამპასებით.
ქვედაბოლო − კლასიკური სტილის, თეთრი ფერის, შავი ლამპასებით.
ქუდი − პილოტური, თეთრი ფერის, შავი კანტით, ცენტრში გამოსახულია ქუდის კოკარდა, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.
ხელთათმანი − თეთრი ფერის.
შავი ფეხსაცმელი
პლანშეტი №14
დეპარტამენტის ოფიციალური ცერემონიალების განყოფილების მოსამსახურეთა სარიტუალო ჩოხა-ახალუხი და კაბა/ხაბარდა
ჩოხა (შავი, თეთრი ან შინდისფერი), ახალუხი (პერანგი − თეთრი ან შავი), შარვალი (შავი), ყაბალახი (თეთრი ან შავი), აზიურები (ჩექმა – შავი).
ყაბალახი − თეთრი ფერის ზედაპირზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.
აზიურები − შავი ფერის ჩექმა, ტყავისგან დამზადებული.
ჩოხა-ახალუხის ატრიბუტიკა − ხანჯალი, ჩოხის ქამარი ლეკვერთხებით, მასრა (ქილა), შესრულებული უნდა იყოს ქართული ორნამენტების გამოყენებით.
პლანშეტი №15
ჟილეტი
ჟილეტი − ჰორიზონტალურად განლაგებული (ზედნადები) ყვითელი ფერის ლამინირებული შუქამრეკლი – წარწერებით „POLICE“ და „პოლიცია“.
პლანშეტი №16
დეპარტამენტის ოპერატიული ავტომობილი
წინა და უკანა მხარეს გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა და ლათინური წარწერა − „POLICE“, მარჯვენა და მარცხენა მხარეს გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა და ქართული წარწერა − „პოლიცია“.