გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №104 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№104
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016085
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №104

2026 წლის 8 მაისი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოში შემოსულია მერის – კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივა,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში არსებული  უსახელო ქუჩისთვის, რომლის სიგრძეა 495,49 მ, კოორდინატები: საწყისი X=426230,6376 Y=4651667,7438; საბოლოო X=426278,0467 Y=4651174,5311, უსახელო ქუცას  ჩრდილოეთით ესაზღვრება №59-ე ქუჩა, სამხრეთით – №64-ე ქუჩა, აღმოსავლეთით – 66.46.24.021.016; 66.46.24.021.017; 66.46.24.021.601 ნაკვეთები; დასავლეთით – 66.46.24.021.606; 66.46.24.021.033 66.46.24.021.009 ნაკვეთები, საზოგადო მოღვაწის, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის სახელის მინიჭების თაობაზე.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის №51 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ უსახელო ქუჩას ეწოდოს ანდრია პირველწოდებულის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  მარლენ ნადირაძე