„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1570-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.103092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„2​8. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ ისინი ხორციელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და მათ ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 24-ე მუხლის 50-ე პუნქტით (გარდა ამ მუხლის 29 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და 51-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

29. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე (50-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვით განსაზღვრულ საქმიანობაზე − იმ შემთხვევაში, თუ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის აქვს დელეგირებული), თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

14 მაისი 2026 წ.

N1570-Vმს-XIმპ