„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2026 წლის 13 მაისი დაბა სტეფანწმინდა |
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის:
მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დადგენილების ძალაში შესვლამდე წინასწარ აქვს გადახდილი მოსაკრებლის ოდენობა, მათ შორის, იმ პერიოდისთვის, რომელზეც ვრცელდება ახალი განაკვეთი, იგი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.”.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის:
მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები/მათთან გათანაბრებული პირები და დაღუპულთა ოჯახები;
ბ) დევნილები და თავშესაფრის მაძიებელები;
გ) ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მათი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 001-ს;
ე) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ის არაკომერციული იურიდიული პირები, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.”.
3. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია იურიდიული პირებისათვის
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის განისაზღვროს შემდეგი ფორმულის სახით: მ = გ x რ, სადაც: მ არის ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართობი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).“. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.05.2026. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.151.016420.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 13.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016420 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6862791/