ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ოჩხომურის უბნის 47-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.107.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №12

2026 წლის 4 მაისი

ქ. ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ  ლესიჭინეს  ოჩხომურის უბნის 47-ე ქუჩის  სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, თემო სახურიას 2025 წლის 3 დეკემბრის №111-111253373  ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის  საფუძველზე,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ  ლესიჭინეს ოჩხომურის უბნის  47-ე  ქუჩას მიენიჭოს ,,აკაკი ხორავას“ სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების  და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ჯანო პერტაია

📎 დანართები (1)
ორთოფოტო

ორთოფოტო