„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016991
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება  №111/04–№144

2026 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ, III, 03.02.2010, №13 მუხ.151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური და საშუალო და გრძელვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების – სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების (შემდგომში – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები) გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის წესებს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1 წელზე მეტი დაფარვის ვადით, კუპონის (გარდა მოკლე კუპონისა) 6 თვეში ერთხელ გადახდით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახაზინო ობლიგაცია – ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალო და გრძელვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი (შემდგომში „სახაზინო ობლიგაცია“);“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზრის მონაწილეები – კომერციული ბანკები, პირველადი დილერები და მათი კლიენტები; სინდიკაციის მეთოდით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შემთხვევაში – სინდიკატის წევრი ფინანსური ინსტიტუტები და მათი კლიენტები;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კუპონი – სახაზინო ობლიგაციების ფიქსირებული სარგებელი, რომელსაც იღებს სახაზინო ობლიგაციის მფლობელი წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ანგარიშსწორების დღე – დღე, როდესაც ხდება აუქციონზე პირდაპირი განთავსების ან სინდიკაციის შედეგად შეძენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ფასის ეკვივალენტი თანხის გადახდა მყიდველის მიერ;“;

ვ) „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) გამოცხადებული ემისია – გასაყიდად გამოტანილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა;

ქ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ემისია) – პირდაპირი განთავსებით, სინდიკაციით ან აუქციონზე გაყიდული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა;“;

ზ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ემიტენტი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამომშვები (ფინანსთა სამინისტრო), რომელიც ვალდებულია მოახდინოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაღდება მათი დაფარვის დღეს, ნომინალური ღირებულებით;“;

თ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) ელექტრონული სავაჭრო სისტემა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და შესაძლებელია ვაჭრობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე;“;

ი) „ჯ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ​​2) ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით;“;

კ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) სინდიკატი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციის მეთოდით გამოშვებისას რამდენიმე ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან ერთად წარმართავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესს.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ხდება აუქციონის, პირდაპირი განთავსების ან სინდიკაციის მეშვეობით.“.

4. მე-4 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს მოახდინოს ადრე გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დამატებითი ემისია ერთ ან რამდენიმე აუქციონზე. ამასთან, ყველა ასეთ ფასიან ქაღალდს ექნება ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომერი, პირველად ემისიაზე დაფიქსირებული კუპონის განაკვეთი, კუპონების გადახდისა და ფასიანი ქაღალდის დაფარვის თარიღები.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება გაცხადებულ თეორიულ განაკვეთსა და განაცხადში მითითებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობების კლების მიხედვით.“;

ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​1. გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონზე პირველ რიგში დაკმაყოფილდება გაცხადებულ თეორიულ განაკვეთსა და განაცხადში მითითებულ საპროცენტო განაკვეთს შორის მაქსიმალური სხვაობის მქონე კონკურენტული განაცხადი, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო მაქსიმალური სხვაობის მქონე კონკურენტული განაცხადი, სანამ სრულად არ იქნება გამოსყიდული ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსყიდვის/გაცვლის აუქციონის შეტყობინებაში მითითებული ან აუქციონის მიმდინარეობისას განკვეთის დონის საფუძველზე განსაზღვრული გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.“.

6. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება სინდიკაციის მეთოდით

1. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გამოუშვას სინდიკაციის მეთოდით, რომელსაც ახორციელებს სინდიკატის მეშვეობით. ეროვნული ბანკი არ მონაწილეობს სინდიკაციის მეთოდით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესში საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის, ინვესტორების შერჩევისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. სინდიკაციის მეთოდით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესში ეროვნული ბანკი მონაწილეობს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის ოპერაციების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს სინდიკაციის მეთოდით გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პარამეტრებს და პირობებს, რომლებიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ემისიის მოცულობას, გამოშვების და ანგარიშსწორების თარიღებს, განაწილების პრინციპებს, საწყის საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთს. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხებზე წინასწარი კონსულტაციები გამართოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

3. სინდიკატის შექმნის მიზნით, ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია შეარჩიოს რამდენიმე წევრი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებთანაც აფორმებს ხელშეკრულებას. ხელშეკრულებით განისაზღვრება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციის მეთოდით გამოშვებასთან დაკავშირებული საკითხები, მხარეთა უფლებები და პასუხისმგებლობები, სინდიკატის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოს ოდენობა და გადახდის პირობები.

4. ფასდადების პროცესის დაწყებამდე, არანაკლებ ერთი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დაგეგმილი სინდიკაციის მეთოდით გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ძირითად პარამეტრებს და ინფორმაციას სინდიკატის წევრების შესახებ. ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების პარალელურად ან გამოქვეყნების შემდგომ ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებენ სინდიკატის წევრები.

5. ფასდადების პროცესი იწყება სინდიკატის წევრების მიერ საწყისი საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთის გაცხადებით, რომელსაც განსაზღვრავს ფინანსთა სამინისტრო, სინდიკატის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე.

6. ხელშეკრულების შესაბამისად, სინდიკატის წევრები იწყებენ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვის მსურველთა განაცხადების მიღებას, რომელიც უნდა მოიცავდეს შესასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობის შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვის მსურველებმა სინდიკატის წევრებს უნდა წარუდგინონ მათი ანგარიშსწორების ბანკის მონაცემები, ანგარიშსწორების ანგარიშის და ფასიანი ქაღალდების საბანკო ანგარიშის მონაცემები.

7. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, სინდიკატის წევრების მიერ შეგროვებული და ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მთლიანი მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე და სინდიკატის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე, ამ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საბოლოო წლიური საპროცენტო განაკვეთის დადგენამდე, ხოლო პირველადი გამოშვების შემთხვევაში  ასევე კუპონის განაკვეთის დადგენამდე, ერთჯერადად ან/და რამდენჯერმე შეამციროს საწყისი საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი.

8. სინდიკატის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაწილების შესახებ ბაზრის სტაბილურობის, ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციისა და სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე. ფინანსთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია, გაზარდოს, შეამციროს ან გააუქმოს თავდაპირველად გამოცხადებული ემისიის მოცულობა.

9. სინდიკაციის მეთოდით გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვის განაცხადების დაკმაყოფილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტრო უგზავნის სინდიკატის წევრებს, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე თავის მხრივ ატყობინებენ დაკმაყოფილებული განაცხადების წარმდგენ პირებს და მათ მომსახურე ანგარიშსწორების ბანკებს.

10. გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაკმაყოფილებული ყიდვის განაცხადების ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში მათი ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს უგზავნის წერილობით მიმართვას, რომელშიც ასახავს სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პარამეტრების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერს, მთლიან მოცულობას და რაოდენობას, წლიურ საპროცენტო განაკვეთს, კუპონის განაკვეთს და განაწილებას ბანკებისა და აგრეგირებულად მათი კლიენტების ჭრილში.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული, ფინანსთა სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სინდიკაციის მეთოდით გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაკმაყოფილებული განაცხადების წარდგენა ხორციელდება ბანკების მიერ, ეროვნული ბანკის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით.

12. ბანკების განაცხადი უნდა მოიცავდეს ბანკის საკუთარი ან/და კლიენტის დავალების შესაბამის ინფორმაციას – შესასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობას და წლიურ საპროცენტო განაკვეთს. ეს მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ სინდიკაციით განაწილებული ემისიის საბოლოო გადაწყვეტილებას და ასეთ განაცხადზე არ ვრცელდება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული ლიმიტები.

13. ეროვნული ბანკის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით ბანკების მიერ წარდგენილი განაცხადები ავტომატურად კმაყოფილდება, თუ ეს განაცხადები შეესაბამება ფინანსთა სამინისტროს საბოლოო განაწილების შედეგებს და აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.

14. ელექტრონული განაცხადის წარდგენით ბანკი აღიარებს წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებას და პასუხისმგებელია სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული და განაწილებული საკუთარი ან/და თავისი კლიენტის დაკმაყოფილებული განაცხადების ანგარიშსწორებაზე.

15. ანგარიშსწორების დღეს სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორება ხორციელდება აუქციონით გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისთვის დადგენილი წესით, ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების შესყიდვის ფასის და კუპონის გაანგარიშება“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:

   

 

 

 

სადაც:

P – შესყიდვის ფასი;

F – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება;

i – აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; სინდიკაციის შემთხვევაში – გამოშვების პროცესის შედეგად დადგენილი საბოლოო საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

n – კუპონის გადახდების რაოდენობა წლის განმავლობაში;

W – სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის თარიღსა და კუპონის გადახდის მომდევნო თარიღს შორის დღეების რაოდენობა შეფარდებული კუპონების გადახდებს შორის დღეების რაოდენობასთან;

R – წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

N– დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა სახაზინო ობლიგაციის დაფარვამდე.“;

  გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირველი მოკლე კუპონის მქონე სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასის გაანგარიშება:

 

 

 

სადაც:

P – შესყიდვის ფასი;

F – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება;

i – აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; სინდიკაციის შემთხვევაში – გამოშვების პროცესის შედეგად დადგენილი საბოლოო საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

R – წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

DFC – სახაზინო ობლიგაციის გამოშვების თარიღიდან კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა;

DSC – სახაზინო ობლიგაციის ანგარიშსწორებიდან კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა;

n – კუპონის გადახდის რაოდენობა წლის განმავლობაში;

E – მოკლე კუპონის სრული ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღიდან კუპონის პირველ გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა. ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღი გაიანგარიშება კუპონის პირველი გადახდის თარიღისა და კუპონის სრულ პერიოდში არსებული დღეების რაოდენობის სხვაობით;

N – დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა სახაზინო ობლიგაციის დაფარვამდე.“.

8. მე -8 მუხლის :

ა ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. დაუშვებელია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელის ცვლილება ან დაგირავება მათი დაფარვის დღეს.“.

ბ ) მე -6 პუნქტის „ბ “ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ანგარიშები გაუხსნან ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.“.

9. მე -9 მუხლის :

ა ) მე -2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. გამოშვების აუქციონის/სინდიკაციის ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება გამარჯვებული ბანკების, პირველადი დილერების ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა სახაზინო სამსახურის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

2​​1. გამოსყიდვის აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება გამოსყიდული ფასიანი ქაღალდების შესაბამისი თანხის ჩამოჭრა სახაზინო სამსახურის ანგარიშსწორების ანგარიშიდან და მათი ჩარიცხვა აუქციონში გამარჯვებული პირველადი დილერების ანგარიშსწორების ანგარიშებზე.“;

ბ ) მე -4 - მე -7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსება ითვლება დასრულებულად ანგარიშსწორების დღეს საოპერაციო საათის დასრულებისთანავე, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც განხორციელდა აუქციონის ან სინდიკაციის დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების სახაზინო სამსახურის ანგარიშსწორების ანგარიშზე ჩარიცხვა და შესაბამისი მოცულობის ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვის დღეს, აგრეთვე სახაზინო ობლიგაციების კუპონის გადახდის დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ნომინალის ღირებულებისა და სახაზინო ობლიგაციების კუპონის შესაბამის თანხებს ეროვნული ბანკი ჩამოჭრის სახაზინო სამსახურის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რის შესახებაც აცნობებს სახაზინო სამსახურს. ეროვნული ბანკი ბანკების, პირველადი დილერების ანგარიშსწორების ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას განახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.

6. ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების ძირითადი თანხის დაფარვას ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდის შემცირების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ფარგლებში.

7. ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდის შემცირების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ფარგლებში, ხოლო კუპონის გადახდას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან.“;

გ ) 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს .

10. მე -10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სინდიკატის წევრები და აუქციონის მონაწილეები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან ამ დებულების მოთხოვნები.“.

  11. მე -11 მუხლის :

ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ბანკს, პირველად დილერს და სინდიკატის წევრს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.“;

  ბ ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ბანკებს, პირველად დილერებს და სინდიკატის წევრებს ეკრძალებათ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩაერთონ მეორად ბაზარზე ისეთ სავაჭრო გარიგებებში, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებისაკენ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა
საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი