,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.009.836
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №17/ნ
2007 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბერი №351/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წ., №154, მუხლი 1403) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო-ღ“ ქვეპუნქტები:
„ო) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულებების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია შემდეგ სპეციალიზირებულ არასამხედრო შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:
ო.ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ-არასამხედრო შრომით ფორმირებებში, სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ, კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში;
ო.ბ) მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილ და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების, მოვლა-პატრონობის სამსახურში;
ო.გ) სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის, მოსავლის აღების დროს სეზონურ სამუშაოზე და სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე;
ო.დ) საქართველოს სამხედრო ძალების სამშენებლო-სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე;
პ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასთან და დაწესებულებებთან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე პირადად გაწვეულს, მის გამწვევ ორგანოს და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას, მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;
ს) მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მონიტორინგის ჩატარება;
ტ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის ყოველწლიურად შემუშავება, დაინტერესებული უწყებებიდან წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად.
უ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;
ფ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების და მოქალაქეთა საჩივრების განხილვა;
ქ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის გავრცელება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფუნქციონირების შესახებ;
ღ) პერიოდულად დეპარტამენტის თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინება და, შესაბამისად, უცხოელი სპეციალისტების მიღება.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წარმოადგენს დეპარტამენტს და ანიჭებს წარმომადგენლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოხელეებისა;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს, ქმნის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განაგებს დეპარტამენტის ქონებასა და სახსრებს;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებებსა და განკარგულებებს.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აპარატი“.
4. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი;
ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამმართველო“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების საინფორმაციო, ტექნიკურ და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დეპარტამენტის საკადრო საკითხების უზრუნველყოფა, კონტროლის განხორციელება ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე, სოციალური დაცვის სფეროში პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია;
ბ) ამ დებულების მე-2 მუხლის „ო-ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება“;
დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა;
ბ) დეპარტამენტის სამეურნეო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის შენობაში სანიტარიული ნორმების დაცვის, გათბობის, განათებისა და წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და აპარატის დაქვემდებარებული ავტომანქანების გამართული მუშაობის ორგანიზება;
დ) ვეტერანებთან, ომებში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
ე) სასაწყობო მეურნეობის მუშაობის წარმართვა;
ვ) ინტერნეტში დეპარტამენტის ვებგვერდის გახსნა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) საზღვარგარეთის ვეტერანულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი