„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2026 წლის 15 მაისი დაბა ადიგენი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. ზედამხედველობის სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო ნორმატიულ და სანებართვო დოკუმენტებთან (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას და არქიტექტურულ- სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტების მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
დ) ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვასთან, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანასთან, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოების ჩატარებასთან, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგებასთან და სხვა, დაკაშირებით) (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ზ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო დაწესებულების ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
კ) ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება დაწესებულების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ლ) კომპეტენციის ფარგლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მიწათსარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
მ) სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და ორგანიზებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ო) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში მყარი ნარჩენების მართვაზე ზედამხედველობას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და საარჩევნო კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
რ) რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევის, მიწათსარგებლობის წესების დარღვევის და ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ს) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ტ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, სამართლებრივი აქტების მომზადებას და გადაწყვეტილებების მიღებას შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებაზე ან უარის თქმის შესახებ (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
უ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის, ყოლის მართვისა და კონტროლის ორგანიზების უზრუნველყოფას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა).“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 771, 772, 825, 103-ე, 1191, 1461, 148-ე მუხლის 1 - ლი, მე-2 და მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1525, 1526, 1585 მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება.“.
|