„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2026 წლის 15 მაისი დაბა ადიგენი |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადების შემუშავებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ვ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ზ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ი) გეგმარებითი დავალებების მომზადებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ლ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
მ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ნ) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ო) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
პ) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დასკვნებისა და აქტების მომზადებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურისათვის (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
რ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
ს) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ტ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, სამართლებრივი აქტების მომზადებას და გადაწყვეტილებების მიღებას ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა);
უ) გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარისთქმის შესახებ, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს სააღრიცხვო ბარათში;
ფ) განიხილავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებთან დაკავშირებით.“.
|