„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№67/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018846
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №67/ნ

2026 წლის 18 მაისი

ქ.თბილისი

 

„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017042) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს, ორ წელიწადში –70 000 ლარს.

2. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 17 000 ლარს);

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯები (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 16 000 ლარს), რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

ბ.ა) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენისა და მომსახურების ხარჯებს;

ბ.ბ) დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ხარჯებს;

ბ.გ) საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯებს;

ბ.დ) პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯებს;

ბ.ე) სამეცნიერო ღონისძიებასა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯები (რეგისტრაციის გადასახადს, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს, ტრანსპორტირების ხარჯი);

ბ.ვ) პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯები;

ბ.ზ) კომპიუტერული და კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯი;

ბ.თ) კვლევის შედეგების პრეზენტაციის ხარჯი;

გ) ზედნადები ხარჯი (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 2000 ლარს).“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2026.
როდის იქნა მიღებული „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №67/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018846.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №67/ნ, 18.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018846 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6864856/